,,ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი''- ირაკლი კობახიძე
ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი.
„ძალიან მიხარია, რომ წლის შეჯამების ღონისძიებაში და ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაში ვმონაწილეობ. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი B ჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის. ახალგაზრდული ნაკრები იყო ასევე წარმატებული და პირდაპირი გაგებით, რამდენიმე წუთი დააკლდა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლამდე, ძალიან რთული ჯგუფიდან. ასევე ფუტსალი ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ასევე, ინდივიდუალური მიღწევებით იყო გამორჩეული ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენი ვარსკვლავები. ხვიჩა კვარაცხელია არის განსაკუთრებულად გამოსარჩევი, რომელმაც ყველაფერი მოიგო წელს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ასევე, ოთარ კიტეიშვილს გამოვყოფდი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე. შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში. ეს არის ძალიან დიდი წარმატებები და ეს წარმატებები მაგალითს აძლევს ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ ასეთივე უმაღლეს მიღწევებზე. ეს მაგალითი არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი და მე ვიყავი უშუალო მომსწრე იმისა, თუ როგორ გულით კეთდებოდა ეს საქმე. ყველაზე წარმატებული საქმე მაშინ არის, როდესაც ის კეთდება სიყვარულით და ამ შემთხვევაშიც საქმე კეთდებოდა სიყვარულით ქართული ფეხბურთის მიმართ და ეს არის პირველ რიგში, ლევან კობიაშვილის და მისი გუნდის დამსახურება და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
28 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GFF Awards 2025 - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
კახა კალაძე: წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ სპორტში, არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს
,,ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი''- ირაკლი კობახიძე
27 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცლებს
,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"