კახა კალაძე: წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ სპორტში, არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს

 

„წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება" ახორციელებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე - GFF Awards 2025-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ღონისძიებას მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

 

მერმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას ქვეყანაში ნებისმიერი სფეროს და მათ შორის, სპორტის განვითარების საქმეში.

 

 

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე დავიწყებდი იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება" ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა; ყველა წარმატება, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არაფერი ხდება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება" ახორციელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის სიხარული, რომელიც ქვეყანას ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ მოუტანა.

 

 

„მინდა, ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეს. ყველას გვახსოვს ის შესანიშნავი წუთები, როდესაც სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და ბედნიერი იყო ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატება გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, მის გუნდს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორი მენეჯმენტით მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თქვენი დიდი დამსახურებაა. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული სიყვარულისთვის.

 

 

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის და ფეხბურთის მიმართ. ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში - გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება სპორტში", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
28 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GFF Awards 2025 - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
კახა კალაძე: წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ სპორტში, არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს
,,ქართული ფეხბურთის წარმატება იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი''- ირაკლი კობახიძე
27 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა''- შალვა პაპუაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცლებს
,,უამრავი ოჯახი ავარიულ სახლებში ცხოვრობს - გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა''- ზურაბ ჩიკვილაძე
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 დეკემბერს საქართველოში
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
48 წელი გავიდა ილია II-ის აღსაყდრებიდან, ეს არის დღე,რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში-მეუფე შიო
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს -პრემიერი
კობა კობალაძეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა
რა დამხმარე საშუალებები მოვიმარაგოთ ახალი წლისთვის, რომ დღესასწაულები კომფორტულად გავატაროთ
კობა კობალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს
"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"