,,კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი''- ვოლოდიმირ ზელენსკი

 

უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული, - განაცხადა შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე ისიც აღნიშნა, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები დაეხმარება მათ უკეთ გაიგონ მრავალი დეტალი: როგორც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ასევე, თუ როგორი გარანტიები გვჭირდება რუსებთან შეთანხმების რისკებთან დაკავშირებით, რადგან ისინი შეიძლება დღეს მუშაობდეს და ხვალ აღარ. ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ერი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის სიგნალი, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები გვინდა და ეს უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი ", - განაცხადა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.

 

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო
,,პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო''- იური უშაკოვი
ცნობილია რა იდო ყუთში, რომელიც სტივ უიტკოფმა ტრამპს პუტინისგან საჩუქრად ჩაუტანა
,,ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ''- სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
უამინდობის გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Reuters
,,უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ''- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
,, ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა''- სერგეი ლავროვი
,,კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტუსკი: ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებს
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დღეს ფლორიდაში შეხვდებიან და ომის დასრულების გეგმას განიხილავენ
,,რუსეთი ცდილობს დაასრულოს ომი, რომელიც კიევმა 2014 წელს დაიწყო''- ვლადიმერ პუტინი
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკიდურესად სენსიტიურია ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საკითხები,
ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს
აშშ-ში უამინდობის გამო ავიამომისვლა შეფერხებულია, გაუქმდა და გადაიდო ათასობით რეისი
USAID-ის შენობაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინა განთავსდება
პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს
რუსეთის მიერ ხარკოვში ავტომაგისტრალის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
,,ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად პირველად დათანხმდა''- „აქსიოსი“