,,პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო''- იური უშაკოვი
პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
უშაკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო.
„ლოგიკურია, რომ პრეზიდენტებმა საუბარი, რომელიც ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებული თბილი მილოცვების გაცვლით დაიწყეს და, ბუნებრივია, ორივე ქვეყნის ხალხს ბედნიერება უსურვეს. მთელი შემდგომი საუბარი თანაბრად მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო, რომელიც ორიენტირებული იყო უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი და მდგრადი მოგვარებისკენ", - განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, ტრამპმა ყურადღებით მოისმინა მოსკოვის შეფასება შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
„დონალდ ტრამპმა ყურადღებით მოისმინა რუსეთის შეფასება შეთანხმების მიღწევის რეალურ პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ პუტინსა და ტრამპს, ძირითადად, მსგავსი შეხედულებები აქვთ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. მისივე თქმით, ტრამპი და პუტინი კიევისა და ევროკავშირის სამშვიდობო წინადადებებს კონფლიქტის გაჭიანურების მცდელობად მიიჩნევენ.
„მთავარი არის, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ძირითადად მსგავსი შეხედულებები აქვთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უკრაინელებისა და ევროპელების მიერ შემოთავაზებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რეფერენდუმისთვის მომზადების ან სხვა საბაბით, მხოლოდ გაახანგრძლივებს კონფლიქტს და საომარი მოქმედებების განახლების რისკს შექმნის", - აღნიშნა უშაკოვმა.
უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შთამბეჭდავ პერსპექტივებზე, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება.
მისივე თქმით, ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინის კონფლიქტი მისთვის ყველაზე რთული იყო. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება შესაძლებელია, თუ კიევი დონბასთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის შეთანხმებების შესაბამისად გაბედულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
უშაკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ კვლავ გამართავენ სატელეფონო საუბარს.
„ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის გუნდს შორის დღეს საღამოს მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ კვლავ ისაუბრებენ", - განაცხადა უშაკოვმა.
მსგავსი სიახლეები
ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო
,,პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო''- იური უშაკოვი
ცნობილია რა იდო ყუთში, რომელიც სტივ უიტკოფმა ტრამპს პუტინისგან საჩუქრად ჩაუტანა
,,ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ''- სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
უამინდობის გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Reuters
,,უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ''- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
,, ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა''- სერგეი ლავროვი
,,კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტუსკი: ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებს
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დღეს ფლორიდაში შეხვდებიან და ომის დასრულების გეგმას განიხილავენ
,,რუსეთი ცდილობს დაასრულოს ომი, რომელიც კიევმა 2014 წელს დაიწყო''- ვლადიმერ პუტინი
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკიდურესად სენსიტიურია ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საკითხები,
ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს
აშშ-ში უამინდობის გამო ავიამომისვლა შეფერხებულია, გაუქმდა და გადაიდო ათასობით რეისი
USAID-ის შენობაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინა განთავსდება
პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს
რუსეთის მიერ ხარკოვში ავტომაგისტრალის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
,,ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად პირველად დათანხმდა''- „აქსიოსი“