როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times

საქართველოდს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს". სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია კონცეტრირება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტზე და არა რაოდენობაზე.


„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ავთენტურობასა და კულტურას აფასებენ. ჩვენ ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას, სერვისს, ამავდლორულად ვინარჩუნებთ საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობას, მრავალფეროვან ბუნებას, ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობას",-აცხადებს მაია ომიაძე.


სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს გამორჩეული ბუნება და კულტურა: „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები, მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები".


როგორც Financial Times წერს, საქართველოში 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შედგა, რაც სექტორის შემდგომი ზრდის პოტენციალს წარმოაჩენს.


„2024 წელს ტურიზმის სექტორმა 4.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3 %-ით მეტია"-წერს გავლენიანი გამოცემა.


როგორც ომიაძე აღნიშნავს, ეს არის დივერსიფიცირებული ტურისტული ეკონომიკის შექმნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.


„ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ვრცელდება თბილისის გარეთ, მთის სოფლებიდან ვენახებამდე და ზღვის სანაპირომდე. საქართველო რეგიონებში აქტიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის განვითარებაში, რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს",-აღნიშნავს მაია ომიაძე.

 

სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მეღვინეობის 8 ათასწლოვან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.


როგორც გამოცემა წერს, 2024 წელს, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც 565 მილიონი დოლარია და წინა წელთან შედარებით 24 %-ით მეტია.


„ბოლო 10-15 წელში, ქართულ მეღვინეობაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. შეგიძლიათ შეამჩნიოთ სტილის, ხასიათისა და ინდივიდუალური მეღვინეების მიდგომის უზარმაზარი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, მეღვინეობა სრულად მოდერნიზებული და მომზადებულია ტრადიციული წარმოებისთვის, მეორეს მხრივ, ტრადიციული მეღვინეობა გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის ამ ნაწილს ცოცხლად ინარჩუნებს", - ამბობს ქართველი ღვინის ექსპერტი ირაკლი ჩოლობარგია.

წყარო

 





მსგავსი სიახლეები
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 46 ბიზნესსუბიექტი დაფინანსდება
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
"ნოვამ", თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია-ირაკლი კობახიძე