ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია

ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, რომ დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული, დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში. ხოლო, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ გარკვეული, მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ, ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული",- აღნიშნა ნარმანიამ.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღეს არ არსებობს ის ფაქტორები, რომლითაც ტარიფების ზრდა იყო შესაძლებელი.

„ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, ეს გვქონდა, რადგან მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში. მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზირება, ჰიდროსადგურების დარეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივი პროცესია",- განაცხადა ნარმანიამ.

 





მსგავსი სიახლეები
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 46 ბიზნესსუბიექტი დაფინანსდება
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
"ნოვამ", თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია-ირაკლი კობახიძე