ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი
უკვე დიდი ხანია, ბრიუსელი გონივრული გადაწყვეტილებების ჩარჩოებს გაცდენილია. ეს ჩანს საქართველოსთან და უკრაინის სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიჰყავს. ამიტომ, ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიღებისას სამართლიანობა დიდი ხანია, დაკარგული აქვთ.
„ამ პროცესში ვერაფერს გამოვრიცხავთ. დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არცერთ პოლიტიკურ, ასეთ შანტაჟზე არ გავცვლით. მთავარია, ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, რა დგას ამ გადაწყვეტილებების უკან და იციან, რომ არანაირი სამართლიანი, ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს, ერთადერთია მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და ქვეყნის მოქალაქეები. ბრიუსელს საქართველოს მიმართ ეს მავნე მიზნები აქვს. ეს ის სამწუხარო შედეგია, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და მისმა უუნარო დიპლომატიამ ევროკავშირის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. გაგახსენებთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა, რამაც ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დამრღვევად. რასაც სხვებს ედავებიან ხოლმე, თავად, იმის გამო, რომ ოღონდ, რაღაცნაირად მიეღწიათ შედეგისთვის, ხელისუფლება შეეცვალათ საქართველოში, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე წავიდნენ. საერთაშორისო სამართლის დამრღვევი როცაა ბრიუსელი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა, აქ უკვე ყველაფრის მოლოდინი უნდა გქონდეს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა -აშშ-ში საქართველოს საელჩო
,, დანაშაულში ჩართულ პირებს, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის დროს ვუწევთ შეღავათს ''- გიორგი გვარაკიძე
,,არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება, დავადასტურეთ, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული''- პრემიერი
"იგლ ჰილსი მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
,,მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც''- პრემიერი
მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
,,ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ - ეს სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია''- ირაკლი ფავლენიშვილი
,, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე'''- თენგიზ შარმანაშვილი
,,ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ''- გია ვოლსკი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
,,ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები''- დავით ქართველიშვილი
„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის''- ვატო შაქარიშვილი
"ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი"-შალვა კერესელიძე
4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს -თამარ კეკენაძე
ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და თვითონაც იყო ამაში ჩართული, ქვეყნის არევა კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ -გია ვოლსკი
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა