ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გამოძიებას მყარი მტკიცებულებები აქვს და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ტექნიკურ-მეცნიერულ დონეზე დადასტურებულია, რომ „ახალაიასა და დამამხობლებლებს შორის კომუნიკაცია არსებობდა".
პაპუაშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას მეუღლე საქმის ფიგურანტია და სხვა მტკიცებულებების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახურები მის ბრალეულობაზე იმსჯელებენ.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა".
„გამოძიებას რომ მყარი მტკიცებულებები აქვს, ბაჩო ახალაიას ბრალი ამიტომ წარედგინა. ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ? ეს ხომ ათი-ოცი წლის წინანდელი ამბავი არ არის? ახლა ხდებოდა. ყოველ 4 რიცხვში, ბრიუსელის ბიუროკრატებს შევახსენებ, რომ მათი მხარდაჭერილი იყო დამხობის შეკრება და დღემდე, ისინი ამას არ გამიჯვნიან. ვხედავდით, რაც ხდებოდა - მასთან თათბირები იყო და საკუთარი მეუღლე სპიკერად ჰყავდა დანიშნული. კარგი, ჩვენს დანახულს არ უჯერებენ, მაგრამ ეს ყველაფერი თავად რადიკალების მხრიდანაც ჩანდა. თამარ ჩერგოლეიშვილი აფასებს ბაჩო ახალაიას მეუღლის ქმედებებს, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების დამხობის შეკრების ორგანიზების სპიკერი იყო.
აქამდე, ის პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ორი-სამი თვით ადრე, სოცმედიის, თუ სხვა მედიასაშუალებებით, ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობის შეკრებისკენ. კრიტიკულ აზრს ვინც გამოთქვამდა, მას თავს ესხმოდა. რა თქმა უნდა, ხელის გულზე იდო, რაც ხდებოდა და რაც გამოაშკარავდა. საბოლოო ჯამში, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც არ დაიცვა. ლოგიკური იყო, რომ უსაფრთხოების სამსახურს კითხვები უნდა ჰქონოდა მისი მეუღლის მიმართ, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ინტერნეტწერტილი, აიპი. შესაბამისად, თუ ფორმალურად შევხედავთ, კომუნიკაცია, რომელიც ბაჩო ახალაიასა და სხვებს შორის შედგა, მისი მეუღლის აიპი მისამართიდან ხორციელდებოდა. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახური სრულიად გამართული იყო მეუღლის მიმართაც ბრალის წარდგენის თაობაზე, თუმცა ბაჩო ახალაიას მისცა შანსი, განემარტა, ის იყო კონტაქტში დამამხობელთან, თუ მისი მეუღლეც. თუ ვინმე იქნებოდა, ის იქნებოდა კავშირზე, მაგრამ მან ვერ გამოავლინა ეს თვისებაც კი, რომ ბრალი საკუთარი მეუღლისთვის აერიდებინა. მისი მეუღლე საქმის ფიგურანტია და ასე დარჩა. სხვა მტკიცებულებები თუ იქნება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო სამსახურები მის ბრალეულობაზე იმსჯელებენ, თუმცა როგორც იყენებდა თავისი მეუღლის აიპი მისამართს რევოლუციური გეგმების დასახვისთვის, ზუსტად ისე იყნებდა მის მეუღლეს, როგორც სპიკერს.
ეს ადამიანი თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა. თუ შევხედავთ, ვინ აპირებს ამ ქვეყნის აყირავებას და რა მორალური ღირებულებების მატარებლები არიან, ეს კონკრეტული შემთხვევაც აჩვენებს - ეს ადამიანი მისი მეუღლის ზურგს ეფარებოდა. ყველასთვის გასაგები იყო, რომ ანი ნადარეიშვილის სოცმედია და პოლიტიკური აქტივობა უცებ არსაიდან გაჩნდა და იყო მისი მეუღლის იდეების, თუ მოწოდებების გაჟღერება. ის ცალკე პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა, ვგულისხმობ ანი ნადარეიშვილს. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლის მისამართს ეფარებოდა, რათა დამამხმობლებთან კომუნიკაცია ჰქონოდა და მეუღლეც კი გასწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის. ბოლოს ისიც ვერ გაბედა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაეტოვებინა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა. არც კი უპასუხა კითხვას, მისი მეუღლე იყო თუ არა კომუნიკაციაში ჩართული. სხვა მტკიცებულებები დევს - მართლა 300 ათასი მითიური ქართველივით ხომ არ არის, რომ ამდენი კომუნიკაცია აიპი მისამართიდან გაჩნდეს. ტექნიკურ-მეცნიერულ დონეზე დადასტურებულია, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდა ახალაიასა და დამამხობლებლებს შორის", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო".
მსგავსი სიახლეები
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს" - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
,,აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი'' - შემოსავლების სამსახური
ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის
ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
,,მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი ''- სუს-ი
სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა
ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ -ბაჩო ახალაია პროკურორს
ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
"არაფერში ყოფილა ჩართული არა თუ რაიმე დაგეგმვაში''- ახალაიას ადვოკატი
თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ირაკლი კობახიძე
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ-სუს-ი