ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია.

მათიკაშვილის თქმით, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ, პრაქტიკულად, გახსნილია ის საზარელი მკვლელობა, რომელიც თბილისში მოხდა და მთელი საქართველო შეძრა. საბოლოოდ გაიშიფრა და ფარდა აეხადა ყველა იმ საზარელ პირს, ორგანიზატორი იქნება, თუ შემსრულებელი, ვინც ამ დანაშაულის უკან იყო. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ბოლომდეა მისული და ცნობილია მისი ვინაობა, ვინც დაგეგმა და საზარელი მკვლელობის ორგანიზატორი იყო. ნაწილი უკვე პასუხისგებაშია მიცემული, ნაწილს საქართველო დატოვებული აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება. გამოძიების ჭრილში საქმის ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

 





მსგავსი სიახლეები
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა -აშშ-ში საქართველოს საელჩო
,, დანაშაულში ჩართულ პირებს, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის დროს ვუწევთ შეღავათს ''- გიორგი გვარაკიძე
,,არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება, დავადასტურეთ, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული''- პრემიერი
"იგლ ჰილსი მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
,,მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც''- პრემიერი
მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
,,ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ - ეს სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია''- ირაკლი ფავლენიშვილი
,, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე'''- თენგიზ შარმანაშვილი
,,ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ''- გია ვოლსკი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
,,ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის''- პრემიერი
,,საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ - ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები''- დავით ქართველიშვილი
„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის''- ვატო შაქარიშვილი
"ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი"-შალვა კერესელიძე
4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს -თამარ კეკენაძე