ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული.
გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება.
„2025 წლის 29 დეკემბერს ოფიციალურად ჩამბარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ოთარ ფარცხალაძის ბრალდების შესახებ დადგენილება, თუმცა ამ დრომდე დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია საქმის მასალები, რის გარეშეც შეუძლებელია ბრალდების შინაარსის სრულფასოვანი, ობიექტური და სამართლებრივი შეფასება.
ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ვთვლი, მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო:
პირველ რიგში, კატეგორიულად ვემიჯნებით აღნიშნული საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას. სამართლებრივი პროცესი არ და ვერ იქნება გამოყენებული პოლიტიკური დღის წესრიგის ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტად.
მეორე და პრინციპულად მნიშვნელოვანი - ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს.
დაცვას აქვს რწმენა, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება, ხოლო ბრალდების მხარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება მიიღებს სამართლებრივად სწორ პასუხს.
დაცვა გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ობიექტური განხილვა და სრულად დაცული იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები", - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
მსგავსი სიახლეები
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს" - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
,,აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი'' - შემოსავლების სამსახური
ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის
ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
,,მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი ''- სუს-ი
სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა
ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ -ბაჩო ახალაია პროკურორს
ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
"არაფერში ყოფილა ჩართული არა თუ რაიმე დაგეგმვაში''- ახალაიას ადვოკატი
თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ირაკლი კობახიძე
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ-სუს-ი