7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე
ალბათ, ბევრი ვთანხმდებით, რომ ფეიერვერკები ლამაზია და სადღესასწაულო განწყობაზეც დადებითად მოქმედებს, თუმცა გარემოსა და ცოცხალ არსებებზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
დღეს ფეიერვერკებისაგან გამოწვეულ ზიანზე უკვე არაერთი ადამიანი საუბრობს, ახლახან გერმანიაში კი საახალწლოდ მათი გაყიდვა აიკრძალა, რათა პიროტექნიკისაგან დაზარალებულ ადამიანებს კოვიდპაციენტებისათვის საჭირო საავადმყოფოები არ გადაეტვირთათ.
ესთეტიკური მხარე და ტრადიციებისადმი მიჯაჭვულობა ჩვენს გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფეიერვერკებისაგან გამოწვეული სიხარული მათ ნათებასთან ერთად ქრება, საბოლოოდ კი არაერთი საზიანო შედეგის წინაშე ვრჩებით:
1. ფეიერვერკების გაშვება გარემოში მეტალებს ტოვებს
ფეიერვერკებისათვის შეფერილობის მისაცემად სხვადასხვა მეტალების ნაერთები გამოიყენება, მათი გასროლის შემდეგ კი კვამლი გვრჩება, რომელიც მცირე ზომის მეტალის ნაწილაკებს ჭარბად შეიცავს.
მეტალები შეიძლება აღმოჩნდეს ნიადაგში, სადაც საკვებს ვზრდით, ან მდინარეებში და მტკნარ წყალში, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ. ზოგჯერ მეტალის ნაწილაკები ჰაერში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება, შემდეგ კი ჩვენ მათ ვისუნთქავთ, რაც ჩვენს ფილტვებსა და ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
2. ფეიერვერკების გაშვება გარემოს მჟანგავი ნივთიერებებით აბინძურებს
მჟანგავ ნივთიერებებს, კერძოდ პერქლორატებს, არაერთი ფეიერვერკი შეიცავს. ისინი წყალში იხსნება, შედეგად კი მდინარეებს, ტბებსა და სასმელ წყალს აბინძურებს.
3. ფეიერვერკების გაშვება სმოგს გვიტოვებს
ფეიერვერკების გამოყენების შემდეგ, ალბათ, შავი ნისლი თქვენთვისაც შესამჩნევია ხოლმე. დღევანდელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაერთ ადამიანს აზარალებს, ამიტომაც საკითხავია, დაბინძურების დამატებითი წყაროები რამდენად გვჭირდება.
ასევე იხილეთ: დროა, რომ ფეიერვერკებს უარი ვუთხრათ
4. ფეიერვერკები ცხოველებს აზარალებს
უნდა აღინიშნოს, რომ ველურ ბუნებაში მცხოვრები ცოცხალი არსებების დიდი ნაწილი ფეიერვერკების შედეგად იღუპება ან სმენა და მხედველობა უზიანდება, თუმცა არანაკლებია მათგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ზარალიც.
ძაღლებს, ჩვეულებრივ, ხმაურის ძალიან ეშინიათ. ხმები მათ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, რაც შფოთვასა და შიშს იწვევს. ამ დროს საფრთხისაგან გაქცევა გადარჩენის ჯანსაღი ინსტინქტია, თუმცა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მშვიდ ადგილას თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ამ დროს ძაღლები ხშირად კანკალებენ, ყეფენ, მოუსვენრად დარბიან აქეთ-იქით ან იმალებიან, თუმცა იშვიათად გულის შეტევა და სიკვდილიც ფიქსირდება.
ფეიერვერკების გასროლისას ფიზიკური ზარალის საფრთხეც რეალურია: გასული წლის მიწურულს, როცა რომში ახალი წლის დადგომას მასშტაბური ფეიერვერკით აღნიშნავდნენ, ქალაქში ასობით ჩიტი დაიხოცა.
5. ფეიერვერკები ჩვენც გვაზარალებს
ფეიერვერკების გასროლის პროცესმა შესაძლოა, თავადაც საკმაო ზიანი მოგვაყენოს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, განვლილი ახალი წლის ღამეს საქართველოში ზოგადად პიროტექნიკით 51 ადამიანი დაზიანდა, საავადმყოფოში კი 36 გადაიყვანეს.
ფეიერვერკებით, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე ხშირად ხელებსა და თითებს იზიანებენ, თუმცა საფრთხე ემუქრება თვალებსაც, მსუბუქი დამწვრობა იქნება ეს თუ მხედველობის დაკარგვა. აფეთქებისას გამოტყორცნილმა ნაწილაკებმა შესაძლოა, თვალის კაკალი გახვრიტოს, სახეზე კი დამწვრობა, ძვლების დამტვრევა და ქსოვილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
6. შესაძლოა, ფეიერვერკმა სმენა დაგვაკარგვინოს
ფეიერვერკების გასროლის ხმამ შესაძლოა, სმენა დროებით ან სამუდამოდ დაგვაკარგვინოს. 85 დეციბელზე (ხმაურის საზომი ერთეული) მაღალი ხმა სმენისათვის სახიფათოა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ფეიერვერკი მოქმედებას დაახლოებით ერთ მეტრში დაიწყებს, ხმაურმა შესაძლოა, 150 დეციბელამდეც მიაღწიოს. სმენის დაკარგვასთან ერთად, შესაძლოა ამან ყურის ტკივილი ან მასში ზარების ხმაც დაგვიტოვოს.
7. ფეიერვერკებს ხანძრების გამოწვევა შეუძლია
გატყორცნილი ფეიერვერკების ნაპერწკლებმა შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს და, ბუნებასთან ერთად, ინფრასტრუქტურაც დააზიანოს. NFPA-ის მონაცემებით, 2018 წელს აშშ-ში ფეიერვერკების გამოყენების შედეგად დაახლოებით 19 500 ხანძარი დაიწყო - 1 900 შენობებს, 500 კი ავტომანქანებს გაუჩნდა. ჯამში კი ამან სულ 105 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.
ამერიკის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, მათმა მაღალმა დოზამ შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას შეუშალოს ხელი და მისი ფუნქციონირება შეაფერხოს, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.
3. ფეიერვერკების გაშვება სმოგს გვიტოვებს
ფეიერვერკების გამოყენების შემდეგ, ალბათ, შავი ნისლი თქვენთვისაც შესამჩნევია ხოლმე. დღევანდელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაერთ ადამიანს აზარალებს, ამიტომაც საკითხავია, დაბინძურების დამატებითი წყაროები რამდენად გვჭირდება.
4. ფეიერვერკები ცხოველებს აზარალებს
უნდა აღინიშნოს, რომ ველურ ბუნებაში მცხოვრები ცოცხალი არსებების დიდი ნაწილი ფეიერვერკების შედეგად იღუპება ან სმენა და მხედველობა უზიანდება, თუმცა არანაკლებია მათგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ზარალიც.
ძაღლებს, ჩვეულებრივ, ხმაურის ძალიან ეშინიათ. ხმები მათ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, რაც შფოთვასა და შიშს იწვევს. ამ დროს საფრთხისაგან გაქცევა გადარჩენის ჯანსაღი ინსტინქტია, თუმცა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მშვიდ ადგილას თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ამ დროს ძაღლები ხშირად კანკალებენ, ყეფენ, მოუსვენრად დარბიან აქეთ-იქით ან იმალებიან, თუმცა იშვიათად გულის შეტევა და სიკვდილიც ფიქსირდება.
ფეიერვერკების გასროლისას ფიზიკური ზარალის საფრთხეც რეალურია: გასული წლის მიწურულს, როცა რომში ახალი წლის დადგომას მასშტაბური ფეიერვერკით აღნიშნავდნენ, ქალაქში ასობით ჩიტი დაიხოცა.
მსგავსი სიახლეები
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
,, ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს''- პრემიერი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას - ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელიც 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს
29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს - მეტეოროლოგი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად, მუშობას შეუდგნენ
თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული - საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება
ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია