"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 28 დეკემბრის ნომერში სათაურით „ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ“ გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია, რომელშიც საუბარია საშობაო დღეებში ომების დროს ხანმოკლე ზავების დადების ფაქტებზე და ამ ფონზე სინანულია გამოხატული საშობაო დღეებში რუსეთის არმიის მიერ კიევის დაბომბვის გამო.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც ამბობენ, დაპირისპირებული მხარეების სანგრებში მჯდომმა ჯარისკაცებმა შობის დღესასწაულის დროს, დრო გამონახეს და ფეხბურთი ერთად ითამაშეს. შეიძლება ეს ფაქტი სინამდვილეში არც მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, მისი დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს - ისევე როგორც იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1944 წლის დეკემბერში, არდენის ბრძოლების დროს, შობის დღეს, ჯარისკაცები სროლას რამდენიმე საათით წყვეტდნენ და ერთმანეთს სურსათ-სანოვაგეს უცვლიდნენ.

ბევრი ომის დროს, განსაკუთრებით ქრისტიან ხალხებს შორის, ხანმოკლე საშობაო ზავი იდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომი შეუძლებელია ამ სიაში მოხვდეს. ამ ორიოდე დღის წინათ ვლადიმერ პუტინის არმიამ ისე დაუნდობლად დაბომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი 500 დრონით და 40 ბალისტიკური რაკეტით, რომ მან თავისი მოქმედებით კრემლის რეჟიმის მხეცური ბუნება დაადასტურა. ძირითადად დაინგრა და დაზიანდა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი სახლები... კიევის მოსახლეობის მესამედი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამ შეტევაში სამხედრო აუცილებლობა არ იყო: მოსკოვს, უბრალოდ, სურს რაც შეიძლება ცუდ დღეში ჩააგდოს მშვიდობიანი მოსახლეობა და მათი მებრძოლის სული გატეხოს.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და სხვებიც დაარწმუნოს იმ ქვეყნისადმი დახმარების გაწევაში, რომელიც ესოდენ ულმობელ დაბომბვას განიცდის.

არ შეიძლება იმის დაშვება, რომ კრემლმა წარმატებას მიაღწიოს. ომმა უკვე 400 ათასი რუსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაახლოებით იმდენივე შეიძლება იყოს უკრაინელთა დანაკარგებიც.

უბრალო ჭეშმარიტება ასეთია: ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის კაპიტულაციას და არც ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომ მან მიიღოს თავისი ქვეყნისათვის დამამცირებელი კაპიტულაციის პირობები - ტერიტორია რუსებს გადასცეს (...)

ვლადიმერ პუტინს შეუძლია განაცხადოს, რომ მას სამშვიდობო გარიგების დადება სურს, მაგრამ განა ლიდერები, რომლებიც მშვიდობის დამყარებით არიან დაინტერესებულები, რაკეტულ დარტყმებს აყენებენ დაუცველ სამოქალაქო პირებს საშობაო დღეებში? რუსები, როგორც ჩანს, არ ემზადებიან არც ჭეშმარიტ მოლაპარაკებებისათვის, როცა ისინი შუაგულ ზამთარში ენერგოსისტემებს ანადგურებენ. ერთერთი, რაც კრემლს სურს, არის ის, რომ აიძულოს შედარებით სუსტი მოწინააღმდეგე კაპიტულაციაზე დათანხმდეს.

დიდ ბრიტანეთს უკრაინა-რუსთ-აშშ-ის მოლაპარაკების დროს, სამწუხაროდ, მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება შეუძლია. და მაინც, ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიყოთ გარკვეულნი ერთ საკითხში: მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას მანამდე, სანამ მას ჩვენი თანადგომა ჭირდება და მოვუწოდოთ ჩვენს მოკავშირეებს იგივე გააკეთონ. ვლადიმერ პუტინს წინ მტკიცე გადაწყვეტილება უნდა დავახვედროთ. კრემლის სასტიკმა საშობაო მოქმედებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ რუსეთის მიმართ ჩვენც იგივე ნაირად დაუნდობლები უნდა ვიყოთ.

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა
"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph
"ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს"-BBC
"რატომ აშენებს სომხეთი იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს"-Der Spiegel
"რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა- რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?"-BBC
"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph
"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph