პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების, ასევე სპეცტრიბუნალების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს. კანონის ტექსტის მიხედვით, რუსეთს შეუძლია, იმ სასამართლოების გადაწყვეტილებების იგნორირება მოახდინოს, რომლებსაც სისხლის სამართლებრივი უფლებამოსილება არა რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მონაწილეობით აქვთ მინიჭებული.

ეს კანონი ასევე გავრცელდება საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში, თუ მათი კომპეტენცია არ არის დაფუძნებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ან ისეთ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთიც აწერს ხელს.

ცნობისთვის, 2023 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის და ბავშვების უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილი პირის, მარია ლვოვა-ველოვას დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის სასამართლოს პროკურორები მათ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება სახელმწიფო დუმას არ მოუხდენია. 2016 წელს კი კრემლმა ხელმოწერა უკან გაიწვია. 2025 წლის ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი არის მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით
,,პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა''- ტრამპი
იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში
„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება
,,უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება''- სერგეი ლავროვი
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს
,,უკრაინელები სამართლიანი მშვიდობისკენ ისწრაფვიან''- ზელენსკი
"უკრაინამ თავისი შეიარაღებული ძალები დონბასიდან უნდა გაიყვანოს''- დიმიტრი პესკოვი
მექსიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 დაიღუპა
ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო
,,პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი იყო''- იური უშაკოვი
ცნობილია რა იდო ყუთში, რომელიც სტივ უიტკოფმა ტრამპს პუტინისგან საჩუქრად ჩაუტანა
,,ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ''- სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
უამინდობის გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Reuters
,,უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ''- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
,, ევროპაში გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება, საჭირო არაა''- სერგეი ლავროვი
,,კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტუსკი: ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებს
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დღეს ფლორიდაში შეხვდებიან და ომის დასრულების გეგმას განიხილავენ