,, ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს''- პრემიერი

 

ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქასრთველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი.

„ისტორიული მოვლენის მომსწრე ვართ დღეს თითოეული ჩვენგანი. დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი, ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო; საინჟინრო-გეოლოგიური თუ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ადასტურებს ციფრებიც - აშენდა  52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს.

„გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს, რაც შექმნის ბევრად მეტ კომფორტს როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. აქ  გადაადგილება იქნება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტულია.

ეს არის პროექტზე მეტი - ამ პროექტმა შექმნა სამუშაო ადგილები. 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის, უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები. ამ პროექტში იყო ჩართული ათასობით პროფესიონალი და თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ისინი არიან ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მშენებლები, თითოეული მათგანი იმსახურებს ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ მადლიერებას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს. რომ არა მათი დაუღალავი შრომა, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მადლობა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის, მადლობა მსოფლიო ბანკს და მადლობა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. სწორედ მათი თანამონაწილეობის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ პროექტის სათანადოდ განხორცილება", - განაცხადა პრემიერმა. 

 

 





მსგავსი სიახლეები
რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს, შესაძლოა კანონით დარეგულირდეს
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
,, ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს''- პრემიერი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას - ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელიც 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს
29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს - მეტეოროლოგი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად, მუშობას შეუდგნენ
თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული - საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება