რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის - 1 კილომეტრი და 362 მეტრი.
ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
რიკოთზე ახალი გზის მშენებლობის დასრულების შედეგად, 30 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ისარგებლებს უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით თბილისიდან სამტრედიამდე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას.
რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო. მოძრაობა ეტაპობრივად იხსნებოდა - გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
რიკოთის ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს სპეციალურ მოედნებზე მოეწყო სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს.
პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს
მსგავსი სიახლეები
რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს, შესაძლოა კანონით დარეგულირდეს
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
,, ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს''- პრემიერი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას - ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა''- ირაკლი კობახიძე
მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელიც 2026 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს
29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს - მეტეოროლოგი ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად, მუშობას შეუდგნენ
თოვლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული - საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება