,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში", - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ლესლი ლამიმ განაცხადა, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და აღვნიშნავ აზიის განვითარების ბანკის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამყოფებს და ავითარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას, საერთაშორისო ვაჭრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი, ძალიან გულდასმით დაგეგმილი, ძალიან კოორდინირებული შრომის შედეგი.
საქართველო აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის განვითარების, რადგან საქართველომ თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა კოლექტიური ძალისხმევის გარეშე. მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის გარეშე, საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ ეს ორგანიზაციები და მთელი გულით ვულოცავ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას და კოორდინაციას. მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის და ახალი მიზნებისთვის. ჩვენ საქართველოში 5 მილიარდზე მეტის ინვესტირება განვახორციელეთ. ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სოციალური უზრუნველყოფის შემქმნელია. ამ საეტაპო მოვლენის აღნიშვნის კონტექსტში ვულოცავ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში და გრძელვადიანი შედეგების მოტანაში. გილოცავთ", - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.
მსგავსი სიახლეები
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 46 ბიზნესსუბიექტი დაფინანსდება
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
"ნოვამ", თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია-ირაკლი კობახიძე