ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა.
„ჯარიმების ჩამოწერა ისტორიული, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კერძო სექტორთან კომუნიკაცია და უკუკავშირი გვეხმარება მუშაობის პროცესში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სახელმწიფო და სექტორის წარმომადგენლებმა. ეკონომიკის მინისტრმა მათ დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესები, მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე გააკეთა - სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მინისტრის ინფორმაციით, ჯარიმები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობდა - ძირითადად ვადების დაგვიანება, ასევე კომპანიების მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი პასუხისმგებლობის ვერშესრულება.
„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა პროექტი თუ მემორანდუმი, რომლებზეც სხვადასხვა გარემოებებიდან გამოდინარე დაკისრებული იყო ჯარიმები და პროცესი გამჭვირვალობის მიზნით ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ენერგეტიკა ობიექტურად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ქვეყნის სწორ განვითარების მიმართულებით. ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯარიმების პატიება წინაპირობებით და დათქმით მოხდება, პირველი და უმთავრესი ახალი ვადების განსაზღვრაა პროექტების ხასიათის შესაბამისად - მზის, ქარის თუ ჰიდრო პროექტია, ასევე პროექტის სტატუსიდან გამომდინარე - კვლევის ეტაპზეა ის თუ მშენებლობის. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ პროცესში მეტი სიცხადე ჰქონდეთ, საჭიროა, ყველასთვის იყოს ნათელი, რომელი პროექტები რა ვადებში განხორციელდება - როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მხრიდან. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება, რომ პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტორმა თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი, გონივრული ვადა.
„ამის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო მოახდენს არსებული მემორანდუმის ცვლილებას, განისაზღვრება ახალი გონივრული ვადა და გაფორმდება ახალი მემორანდუმი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საინვესტიციო მოცულობაც დაკორექტირდეს. თუმცა, ჯარიმების პატიება არ იქნება უპირობო, პროექტების ახალი ვადების მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოსა და ინვესტორის შორის შედგა შეთანხმება და განისაზღვრა ახალი ვადა, მაგრამ შეთანხმებული ვადები არაობიექტური მიზეზის გამო დაირღვა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღდგება, ასევე დაემატება საურავი, რომელიც დაკავშირებულია ვადაგადაცილებასთან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და ესკო-ს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა
წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე -რევაზ სოხაძე
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი
ესკი-თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე