უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი

იმ საფუძვლების გამარტივება, რითაც ისინი ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მატარებელია, ეს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართაც არაერთხელ გამოხატულა, როცა გარკვეული შანტაჟის ფორმებს იღებდა, ამ შემთხვევაშიც ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაცია ამ მიზნებისთვის გამოიყენება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაწერილია ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შეუძლიათ, რომ ფალსიფიცირებულად წარმოადგინონ.

„უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში საერთოდ გამოუტოვებული იყო ადამიანის უფლებების და კორუფციის შესახებ თავები, მაგრამ საქართველო უსამართლოდ გაუკრიტიკებიათ. რა თქმა უნდა, ერთია, რომ ეს სერიოზული მექანიზმია და შეიძლება, ბოროტად იყოს გამოყენებული არასწორი ბიუროკრატების ხელში, მაგრამ მეორე ფაქტორია, საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ჩინეთთან, ევროკავშირს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს. ასეთი თითიდან გამოწოვილი არგუმენტები შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ. ჩვენს მხარეს ერთი არგუმენტია - არ არსებობს დამადასტურებელი სტატისტიკა, რომ საქართველოს გავლით სხვა ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში ქაოტურად შესულიყვნენ. ის ფაქტი, რომ საქართველოს სხვა დანარჩენ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა აქვს, არ გამხდარა ევროკავშირში ქაოტური მიგრაციის საფუძველი. მათ ქაოტურ მიგრაციასთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემები აქვთ და ეს საქართველოს არ უკავშირდება.

პროცედურების გამარტივება იმას ემსახურებოდა რომ ბიუროკრატების ხელში უფრო მეტი ძალაუფლება აღმოჩენილიყო სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გაცხადებული აქვთ, რომ ვიზების შეზღუდვის საკითხი ინდივიდუალურად და კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენონ. ვფიქრობ, ესეც დაღეჭილი თემაა. ამ თემით დაშანტაჟებული არაერთხელ ვიყავით. უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა ვერ შეგვიშლის ხელს, რომ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა და თანამშრომლობა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთში ვიზიტის წინ ვიზა აიღო და ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა. იმედი გვაქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისე არ გაფუჭდებიან, რომ მათი ვიზის აღება ჯოჯოხეთის ტოლფასი იყოს, როგორადაც თვითონ წარმოგვიდგენენ. ეს მათივე ინტერესშია", - განაცხადა წილოსანი.

 





მსგავსი სიახლეები
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება-მარიამ ლაშხი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი
ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა -აშშ-ში საქართველოს საელჩო
,, დანაშაულში ჩართულ პირებს, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის დროს ვუწევთ შეღავათს ''- გიორგი გვარაკიძე
,,არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება, დავადასტურეთ, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული''- პრემიერი
"იგლ ჰილსი მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
,,მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც''- პრემიერი
მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
,,ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ - ეს სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია''- ირაკლი ფავლენიშვილი
,, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე'''- თენგიზ შარმანაშვილი
,,ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ''- გია ვოლსკი