ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა.

მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გაწეული სამუშაოსთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს, სხდომაზე დამსწრე პირებსა და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„წლის ბოლო სხდომა კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დიდ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამძლეობა და პროფესიული სიმტკიცე მოსთხოვა. ეს იყო გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდი.

ცესკოსთვის თითოეული წელი განსაკუთრებულია, მით უმეტეს, თუ ეს საარჩევნო წელია, ვინაიდან ეს ნიშნავს ახალი გამოცდილების შეძენას და განვითარებას.

ცესკოს საქმიანობა არ არის მხოლოდ პროცედურების და ვადების დაცვა. ეს არის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი შრომა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, საარჩევნო ადმინისტრატორებო, თქვენი როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაკისრებული მოვალეობების შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტებით, კანონმდებლობის მკაცრი დაცვით და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა როგორც საარჩევნო პროცესების ადმინისტრირება, ისე შიდა სამუშაო მექანიზმები და კომუნიკაცია.

ბუნებრივია, წელი არ ყოფილა მარტივი. იყო სირთულეები, მაღალი დატვირთვა და კრიტიკული გარემო. თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციის სიძლიერე - სიმშვიდე, პრინციპულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილია და მომავალი განვითარების საფუძველი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება, რომელიც ამ წელს მივიღეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, განვავითაროთ პროფესიული უნარები და გავაძლიეროთ ორგანიზაციული კულტურა.

მომავალი წელი ახალ ამოცანებს მოგვიტანს, რომელთა შორის იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი მზადება მომავალი საარჩევნო ციკლებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დღეს გვაერთიანებს, შევძლებთ ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევას.

გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ცესკოს, უსკოს, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს, გაწეული შრომის, მოთმინების, ღირსეული სამსახურისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და მშვიდ, ნაყოფიერ ახალ წელს.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრატორებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ყველა თანამემამულეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ვუსურვებ ყველა ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს მეტი ურთიერთგაგება, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთნდობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებულ ახალ წელს".

დღესვე ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღეს ცესკომ წლის ბოლო, რიგით 42-ე სხდომა გამართა. 2025 წლის განმავლობაში ცესკომ მიიღო 56 დადგენილება და 242 განკარგულება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„ამ პერიოდში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სრულად განგვეხორციელებინა გასულ წელს დანერგილი სხდომების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო სხდომების ეფექტიანად წარმართვა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სხდომების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საარჩევნო ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირების გზით, რამაც ერთი მხრივ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩართული მხარეებისთვის სხდომების დისტანციურად დაკვირვების შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სხდომების ორგანიზებაში, გაშუქებასა და სხვა საორგანიზაციო თუ ტექნიკურ საკითხში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს და განსაკუთრებით სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სწავლების ცენტრს განსახილველი საკითხების მომზადებისთვის, განხილვებსა და სხდომებში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება-მარიამ ლაშხი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი
ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა -აშშ-ში საქართველოს საელჩო
,, დანაშაულში ჩართულ პირებს, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის დროს ვუწევთ შეღავათს ''- გიორგი გვარაკიძე
,,არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება, დავადასტურეთ, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული''- პრემიერი
"იგლ ჰილსი მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
,,მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც''- პრემიერი
მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
,,ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ - ეს სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია''- ირაკლი ფავლენიშვილი
,, ძარცვაზე გადასული ადამიანები არიან მთელი თავისი კარიერის მანძილზე'''- თენგიზ შარმანაშვილი
,,ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ''- გია ვოლსკი