,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ბიზნესმენის მეგობრების ჩვენებები დევს.
ვეფხვაძის განმარტებით, აღნიშნული პირები ინფორმაციის მისაწოდებლად პროკურატურაში თავად გამოცხადდნენ.
როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეში გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მხრიდან ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას.
„ესენი არიან ლევან ჯანგველაძის ახლობლები და მათი მეგობრები, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალიც, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდნენ და რა ინფორმაციასაც ფლობდნენ, გამოძიებას მიაწოდეს, აღნიშნული მოწმეები დაკითხული არიან მოსამართლის წინაშე და მათ მოსამართლის წინაშე განაცხადეს ის ინფორმაცია, რასაც ლევან ჯანგველაძეზე ფლობდნენ.
ჩვენთვის მათი არსებობა ბუნებრივია, უცნობი იყო. გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ მომართეს საგამოძიებო ორგანოს, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი, როცა თვლიან, რომ გამოძიებას შეიძლება რამე ფორმით დაეხმარონ, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვკითხეთ, მათი გამოკითხვა მოხდა ასევე მაგისტრატ მოსამართლესთან.
ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას უყვებოდა, რომ დაპირისპირება გააჩნდა ფარცხალაძეს მასთან, მათ შორის, ასახელებენ მიქაძეებს, რომელთაც დაპირისპირება ჰქონდათ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო, ლევან ჯანგველაძე შიშობდა და გარკვეული უსაფრთხოების ზომები ჰქონდა მიღებული. მოწმეები ასევე, მნიშვნელოვან გარემოებებს ასახელებენ, თუმცა, ამ ეტაპზე მათ ვერ გავაჟღერებ, რადგან ისინი საქმის არსებით განხილვაზე უნდა დაიკითხონ", - აცხადებს ვეფხვაძე.
კითხვაზე, როდის გამოცხადდება ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ საერთაშორისო ძებნა, ვეფხვაძე პასუხობს, რომ „აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით ცხადდება ძებნა და შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა".
ცნობისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.
რაც შეეხება ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მსგავსი სიახლეები
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს" - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
,,აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი'' - შემოსავლების სამსახური
ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის
ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
,,მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი ''- სუს-ი
სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა
ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ -ბაჩო ახალაია პროკურორს
ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
"არაფერში ყოფილა ჩართული არა თუ რაიმე დაგეგმვაში''- ახალაიას ადვოკატი
თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ირაკლი კობახიძე
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ-სუს-ი