პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, მათ შორის, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, რაც პრაქტიკულად მთლიანად არის დასრულებული და, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და აღნიშნა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ უკვე 292 მლნ ლარის დაზოგვა შეძლო.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ პრივატიზაციის გეგმის დიდი გადაჭარბებით შესრულება არის ის, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქონებრივი ობიექტი გამოდიოდა აუქციონზე და ეს აძლევდა სახელმწიფოს მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას პრივატიზაციის თითოეული აქტიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე, რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვებს, აქაც პრაქტიკა გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე, მათ შორის, შეიქმნა შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა. რა თქმა უნდა, ესეც უზრუნველყოფს კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის მუდმივ გაუმჯობესებას.
ცალკე მინდა, გამოვყო მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. ეს დეპარტამენტი შეიქმნა ცოტა ხნის წინ, თუმცა მიუხედავად საქმიანობის მცირე დროისა, დეპარტამენტს აქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, მიღწევები. კერძოდ, მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, სახელმწიფომ დაზოგა 292 მლნ ლარი. ეს დაიზოგა მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, ასევე თვისებრივად შევამცირეთ სპეც-წესით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, რამაც მოგვცა სერიოზული ეკონომია. ასევე, უარი ითქვა მთელ რიგ დაუსაბუთებელ შესყიდვებზე, რამაც მოგვცა, ასევე, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ეკონომია. მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული მიმდინარე წელს და ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში,"- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის
,,სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი''- პრემიერი
პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას
,, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
,,არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი''- პრემიერი
,,მთავარია, რომ დღეს და ხვალ უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება-მარიამ ლაშხი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი
ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი