პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები

 

10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც  გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური გუნდის განახლების მნიშვნელობას.

 

„თვისებრივად განახლდა ჩვენი გუნდი. შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც  გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის.  პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს.  ერთ სულ მოსახლეზე გადასცდება პირველად ასევე 10 000 დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად ასევე 30 000 დოლარს.

ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", -  აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, გადააჭარბა 60%-ს და გვაქვს მუდმივი კლება. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგი.

ასევე, მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მლრდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის
,,სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი''- პრემიერი
პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას
,, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
,,არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი''- პრემიერი
,,მთავარია, რომ დღეს და ხვალ უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება-მარიამ ლაშხი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი
ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბრიუსელის გადაწყვეტილებაში გონივრულობას ნუ ვეძებთ -შალვა პაპუაშვილი