როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები

 

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომელია 2026 წლის მთავარი ფერი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი წლის ღამეს  - დეტალებზე, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, "რუსთავი 2-ის" შუადღის გადაცემაში ისაუბრა.

"გველის წელიწადი იყო, ახლა მოდის ცხენის წელი - აქ, სინამდვილეში საუბარი ცხოველებზე კი არ არის, ეს ცხოველები იქმნებიან ვარსკვლავური განლაგებიდან, პლანეტარული წყობიდან და იქიდან ამოდის ენერგია, რომელიც მაგალითად, მსგავსია ცხენის ენერგიის, გველის ენერგიის და ა.შ. ამიტომ, ჩვენ როგორ დავხვდებით მომავალი წლის მასპინძელს იმის მიხედვით გაგვიმასპინძლდება ის.

ამ შემთხვევაში, 17 თებერვლამდე პატივი უნდა მივაგოთ ორივეს, რადგან ამ დრომდე გველის წელიწადი გრძელდება. მაგიდაზე, ახალ წელს უნდა გვქონდეს ორი ფიგურა - გველის და ცხენის. გველს ყველის პატარა ნაჭერი დაუდეთ წინ, რომელიც მას უყვარს. ცხენს კი, წინ შაქრის პატარა ნაჭერი დაუდეთ - ეს ჩვენი პატივისცემის ნიშანია.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ნალი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნალი ოდითგანვე იყო ავი თვალისგან დაცვის, ჯანმრთელობის, ხვავის, ბარაქის ერთ-ერთი სიმბოლო. შეგვიძლია გვქონდეს ორი ნალი, თუკი ნალს მრგვალი ფორმა აქვს ქვევით, ეს ნიშნავს, რომ შემოდის ბარაქა და რჩება თქვენს ოჯახში, მაგრამ თუ გადმოვწიეთ ნალი და მრგვალი ფორმა ზევით გვაქვს, ის წავა უკან.

ასევე აუცილებელია სანთელი, სტიქია გვაძლევს ფერს, ფერი კი არის ძირითადად წითელი. ცეცხლი გვაძლევს წითელს, მაგრამ რადგანაც ძალიან ბევრი ცეცხლი შემოდის, ეს არის აქტიური ენერგიის სტიქიის წელიწადი, ამხელა ენერგიამ შეიძლება ზოგიერთი გააგიჟოს. თუ ყველაფერი წითელი იქნება, შესაძლოა აგრესია გამოიწვიოს ადამიანში. ამიტომ, ჩვენ გვეძლევა საშუალება და კარგიც იქნება თუ ცოტა სხვა ფერებში გავაზავებთ, მაგალითად ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ბორდოსფერი, ან თუნდაც ვარდისფერი - ამ შემთხვევაში, წარმატების ფაქტორი მოიმატებს.

გქონდეთ ერთი ცალი წითელი, ან ოქროსფერი სანთელი - ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, მადლობა გადაუხადეთ წინა წელს, ხოლო, როგორც კი ახალი წელი დაიწყება ჩაუთქვით - რა გინდათ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში,"- აცხადებს მიხეილ ცაგარელი. 

 

 





მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას -"ენერგო-პრო ჯორჯია"
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გილოცავთ შობა - ახალ წელს!- სიყვარულით ავერსი
ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
30 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს, შესაძლოა კანონით დარეგულირდეს
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
,, ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს''- პრემიერი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე