წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე -რევაზ სოხაძე

უნდა აღინიშნოს საუკუნის პროექტის, რიკოთის უღელტეხილის 52-კმიანი მონაკვეთის დასრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მინისტრმა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არაერთი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი.

„მიმდინარე წელს გაიხსნა სურამის შემოვლითი გზა, გურიის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე, N 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. პროექტირების კუთხით, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა - სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დაიწყო პროექტირებები. ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტების საფუძველზე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და მომავალ წელს უკვე ამ სიახლეების დანერგვა დაიწყება სამშენებლო მიმართულებებით", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა
წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე -რევაზ სოხაძე
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი
ესკი-თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა-ეროვნული ბანკი
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
"ჩვენი მიზანია, საქართველოში პროდუქტზე მაღალი ფასნამატის საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ"-ვახტანგ ცინცაძე