2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა-მიხეილ სარჯველაძე

2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია.

„რეფორმა უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა უკეთეს შესაძლებლობებს სამომავლოდ, რომ სრულიად ახლებურად გააზრება მოხდეს ფუნქციურად, თვისობრივად დარეგულირდეს ეს საკითხი და რეალურად მთელი ეს სექტორი ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს - მართლაც ზიანის შემცირებასა და რეალურ მკურნალობაზე იყოს ორიენტირებული. იყო ტრადიციულად და სტანდარტულად გამოწვევებით აღსავსე, თუმცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული წარმატებებიც. მაგალითად, ქვეყანა აღიარეს მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ და არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ქართული ჯანდაცვის სისტემამ", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სოციალური მიმართულებებით იყო ძალიან საინტერესო წელი.

„დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკა, ამ ინსტრუმენტების დანერგვაზე იმუშავა სამინისტრომ და მომდევნო წელს გაცილებით მეტი იქნება შესაძლებლობები. იყო გამორჩეული მაგალითად, სოციალური მიმართულებით, პერსონალური ასისტენტის სერვისი დამკვიდრდა და 34 მუნიციპალიტეტში წარმატებული პილოტირება განხორციელდა. არაერთი მიმართულებით 42 ქვეკომპონენტიდან წელს რაც იყო დაგეგმილი, 17 შემთხვევაში გაზრდილი იყო ანაზღაურება, ამან უკეთესი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. საბედნიეროდ ეს ტრადიცია ნარჩუნდება და მომდევნო წელსაც გვაქვს ზრდა. ორივე მიმართულებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, ეს უპირველესად ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც ამ თვალსაზრისით, იქნება უპრეცედენტოდ დიდი შესაძლებლობების წელიწადი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, დიდი მასშტაბი შეიძინა დევნილთა განსახლების პროგრამამ.

„1600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა. პროგრამა გრძელდება და საზოგადოებამ იცის, რომ არაერთ ქალაქში პარალელურად ხორციელდება მასშტაბური პროექტები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს რეალურად ნიშნავს დასტურს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სერიოზულად განწყობილია ამ პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა -კახა კალაძე
2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა-მიხეილ სარჯველაძე
პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის
,,სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი''- პრემიერი
პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას
,, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
,,არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი''- პრემიერი
,,მთავარია, რომ დღეს და ხვალ უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება-მარიამ ლაშხი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფარცხალაძე ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი, კანონის წინაშე ყველა თანაბარია-ეკა სეფაშვილი
ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია
აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტები არსებობს და შესაბამისი ზომებიც გატარდება -გია ვოლსკი
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთშია, ბუნებრივია, ექსტრადაცია მარტივი არ იქნება, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს -დავით მათიკაშვილი