ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
„გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს გადაიხდის.
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ზურაბ ჯაფარიძე პოსტში განმარტავს, რატომ მიიღო გირაოს გადახდის გადაწყვეტილება.
„წინასაახალწლო მილოცვების ტრადიცია არსებობს და მეც დამიწერია ასეთი ტექსტები, თუმცა ამჯერად მხოლოდ მილოცვის ტექსტი არ გამოვა, რაღაც სხვაც მაქვს სათქმელი.
ერთი კვირაა, ჩემ გარშემო მთავარი თემააა, გადავიხდი თუ არა გირაოს. და ერთი კვირაა, ყველას ვპასუხობ, რომ ბოლოსკენ გადავწყვეტ. მივხვდი, რომ არასწორია ეს პასუხი. არ შეიძლება ამ სასპენსში ადამიანების დატოვება.
პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც მომწერეთ, ვინც მნახეთ, ვინც რუსთაველზე დამელაპარაკეთ, ყველას, ვინც რჩევა მომეცით. ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით. ციხიდან რომ ჩემთვის იცლი და მეხმიანები, არც კი ვიცი, მადლობა როგორ შეიძლება გადაგიხადო.
ყოველთვის ვამბობდი, რომ გირაოს თემა ჩემთვის არის პირადი საკითხი და ვერაფერი მაიძულებდა, ეს თემა განმეხილა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით. როცა რეჟიმი გაიძულებს, გააკეთო რაღაც მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაგტეხოს და არ დამორჩილების შემთხვევაში გემუქრება ციხით, ეს ჩემთვის სცდება პოლიტიკურად სწორია/არასწორიას ფარგლებს და ხდება პირადი ამბავი. ეს არც რეჟიმთან თანამშრომლობა/არ თანამშრომლობის საკითხია. ჩემთვის მთავარია, არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ღამე აღარ დამაძინებს და გამხდის დისფუნქციურს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მე გადავიხდი ამ გირაოს. ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები. და მინდა, ავხსნა ჩემი მოტივაცია.
ერთი - მე მგონია, რომ ჩემი ხელახლა გამოკეტვის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ოღონდ არ მჯერა, რომ ეს ამბავი დამოკიდებულია იმაზე, გადავიხდი თუ არა გირაოს. მე არ გავჩერდები. მე არსად წავალ ამ ქვეყნიდან. და ჩემი გამოკეტვის მიზეზი იქნება ეს. ამჟამად მირჩევნია, დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა.
მეორე - ჩემი სიჯიუტე ამ წლების განმავლობაში იქცა ერთი მხრივ, ჩემს სისუსტედ, ხოლო მეორე მხრივ, იარაღად რეჟიმის ხელში. ეს სიჯიუტე ხშირად მაქცევს ზედმეტად პროგნოზირებადად, რითიც რეჟიმი სარგებლობს. ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მეგობარმა მიმახვედრა. ამას საბოლოოდ ვერ ვუშველი, მაგრამ როცა შემეძლება, ვეცდები, არ გამოვაყენებინო ჩემი ეს თვისება ჩემსავე წინააღმდეგ.
და მესამე, და მთავარი ფაქტორი ჩემთვის - ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემი უახლოესი მომავალი. ჩემთვის ახლობელი ადამიანების, მათი ოჯახების, შვილების ბედიც დამოკიდებულია იმაზე, რას გადავწყვეტ. მე არ მინდა, ჩემი გადაწყვეტილებით არავის შევუზღუდო მოქმედების არეალი. მითუმეტეს, ადამიანებს რომლებსაც ვიცნობ, რომლებთანაც ახლოს ვარ და რომელთა ოჯახებს, შვილებს ვიცნობ. არ მინდა ეს პასუხისმგებლობა. არ დამაძინებს ეს ღამე.
ამიტომ გადავიხდი ამ გირაოს. და ამას ვამბობ ახლა, რომ ამ თემაზე ნერვიულობა არავის გადაყვეს ახალ წელს, არც ჩემს ოჯახში და არც იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებიც ჩემთან ერთად არიან საერთო ბრძოლაში.
ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! არ ვიცი, როგორი იქნება, მაგრამ სულ გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, სულ გახსოვდეთ, რომ ეშინიათ, სულ გახსოვდეთ, რომ ეს ჯოჯოხეთი ჩვენი არაა და ჩვენი მორალი ავთანდილის ანდერძშია, სულ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია დავმარცხდებით, თუ არა და სულ გახსოვდეთ, რომ სირთულეებისა და მსხვერპლის მიუხედავად, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს" - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
,,აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი'' - შემოსავლების სამსახური
ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის
ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
,,მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი ''- სუს-ი
სუს-მა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავა, ხოლო ჯამში, პასუხისგებაში 11 ადამიანი მისცა
ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ -ბაჩო ახალაია პროკურორს