"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"(ავტორი - ბენ ჰოლი). „აშშ-სთან უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ნამდვილი მიზანი: ომის თითოეული დაპირისპირებული მხარე ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ აშშ-მა მოწინააღმდეგე „დასაჯოს“, - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სანამ უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები დონბასში იბრძვიან, მათი ლიდერები ერთმანეთს არანაკლებ ტიტანურად, თუმცა ნაკლებ სისხლიანად უპირისპირდებიან: ბრძოლა მიდის დონალდ ტრამპის გონების დასაუფლებლად. ფლორიდაზე უკრაინის ლიდერთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს სურთ „გარიგების დადება“ და კონფლიქტის შეწყვეტა, მოლაპარაკება კი „დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფებაო“, რეალურად კი დიალოგი მათ შორის არც კი დაწყებულა. ორივე მხარე აპელირებს დონალდ ტრამპისაკენ და ცდილობენ თავი აარიდონ „მთავარი დამნაშავის“ იარლიყის მიწებებას და როგორც მოსალოდნელია, აშშ-სგან „დასჯას“.


ვლადიმერ პუტინი არანაირ მოქმედებას არ ამჟღავნებს თავისი მიზნებიდან უკან დახევის თაობაზე და ძველებურად მტკიცედ ითხოვს - უკრაინის არმია დონბასიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი რუსეთის არმიამ უნდა დაიკავოს. კიევში და ევროპულ დედაქალაქებში დარწმუნებულები არიან: რუსეთის მშვიდობაზე დათანხმდება მხოლოდ სრული კაპიტულაციის პირობებით, ან უფრო მეტი - უკრაინის პირდაპირი დაქვემდებარების მდგომარეობით. რამდენადაც კრემლმა ამის მიღწევა იარაღით ვერ მოახერხა, მაშინ მის მიერ ფსონის დადება დამყოლი ხასიათის მქონე დონალდ ტრამპზე „საღ და გონივრულ“ ალტერნატივად უნდა ჩაითვალოს.


ვოლოდიმირ ზელენსკის უპირველესი ამოცანაა ხელი შეუშალოს დონალდ ტრამპის გადასვლას ვლადიმერ პუტინის მხარეზე. უკრაინის ლიდერის სურვილის შესრულება ძალიან ჰგავს სიზიფეს შრომას. 2025 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპმა უკვე სამჯერ მაინც „გაყიდა“ ვოლოდიმირ ზელენსკი, ხშირად იხრებოდა მოსკოვის მხარდაჭერისაკენ და მხოლოდ უკრაინისა და ევროპელების მცდელობების შედეგად უბრუნდებოდა უფრო ნორმალურ პოზიციას. მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ნოემბერში 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ავტორობა აღიარა, რომელიც რუსეთის მონაწილეობით აღმოჩნდა შემუშავებული, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა, რომ გეგმა უკრაინის სასარგებლოდ შეცვლილიყო.


უკრაინულმა „მაქოსებურმა“ დიპლომატიამ მოულოდნელი მოქნილობა გამოამჟღავნა: კიევი ამერიკელ მომლაპარაკებლებს კონფლიქტის ნამდვილ მკაცრ სახეს აჩვენებს და იმავდროულად ცდილობს კონსტრუქციულობა და მშვიდობის იდეისადმი ისეთი ერთგულება გამოამჟღავნოს, როგორიც დონალდ ტრამპს წარმოუდგენია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოხერხებულად გამოავლინა მზადყოფნა და სიმულაცია იმისა, რომ დონბასი გადაიქცეს დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად, მაგრამ რუსეთის ჯარის სიმეტრიული უკან დახევით. ბევრმა ეს ნაბიჯი ჩათვალა როგორც უკრაინის მნიშვნელოვანი დათმობა რუსეთის მიმართ. რეალურად კი ეს ნიშნავს იმას, რომ მოსკოვმა უარი თქვას იმ ტერიტორიების გაკონტროლებაზე, რომლებსაც კრემლი თავისად თვლის და იმ მიწებიდან უკან დახევას, რომლებიც მძიმე დანაკარგების შედეგად იქნა დაკავებული. დიახ, ზელენსკიმ მოახერხა და ტრამპს კიევისათვის სასურველი დებულებები „შეაპარა“, მაგრამ ასეთი სცენარი წინასწარვე არარეალურია, რუსეთი ასეთ გეგმას არ დათანხმდება.
ამასთანავე, ასეთი ვირტუოზული დიპლომატიური კონტრშეტევის შემდეგადაც კი უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები ბოლომდე მაინც არ არიან მტკიცედ დარწმუნებულნი იმაში, რომ დონალდ ტრამპი მათი მუდმივი მხარდამჭერი იქნება. მართალია, ერთ-ერთმა ფრანგმა ჩინოვნიკმა ელისეის სასახლიდან აღნიშნა, რომ ატლანტიკის ორივე ნაპირის შეხედულებათა ერთმანეთთან დაახლოება კიევისა და ბრიუსელის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ რითაც ზელენსკი ფლორიდაზე ჩავიდა - აშშ-ის გეგმისადმი 90%-იანი თანხმობით, იქიდან ისევ იგივე 90%-იანი თანხმობით წამოვიდა, ანუ პოზიციების ბოლომდე დაახლოება აშკარად არ მოხდა (არ დასრულებულა).


გასულ შაბათს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ქალაქები მირნოგრადი და გულიაპოლე დაიკავაო. მართალია, უკრაინის სარდლობამ კრემლის განცხადება უარყო - არაფერი მსგავსი არ მომხდარაო, მაგრამ დონალდ ტრამპი ფლორიდაზე შეხვედრის დროს ისევ ჩვეულ სტილს დაუბრუნდა და თქვა, რომ უკრაინისათვის უფრო მომგებიანი იქნება მიწების შეთანხმებით გადაცემა, ვიდრე ის, რომ „რუსეთმა ბრძოლით წაართვას“. ამით მან კრემლის თეზისი გაიმეორა, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. აშშ-ის პრეზიდენტი არ იშურებდა თბილ სიტყვებს თავისი რუსი კოლეგის მიმართ და იქამდეც კი მივიდა, რომ საკუთარი თავი „პუტინის თვალების შუქად“ ჩათვალა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ იგი სიტუაციას პუტინის თვალით უყურებს. უფრო მეტიც: ტრამპმა პუტინი თავის „მოძმედ“ წარმოადგინა, რომლებიც ერთად გახდნენ ცრუ და შეთითხნილი ბრალდების მსხვერპლი, თითქოსდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია. სამხედრო ანალიტიკოსმა მიკ რაიანმა ზუსტად შენიშნა: „პუტინი კოლონიზატორია. მან წარმატებით მოახდინა ტრამპის გონების კოლონიზება“.

 


რუსეთმა უარყო სამშვიდობო გეგმის საერთო პირობები, რომლებიც ამერიკელებმა და უკრაინელებმა გადაახალისეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ უარეყო ტრამპის ინიციატივა, პუტინმა თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმის საბოტაჟში უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები დაადანაშაულა. ევროპას იმედი აქვს, რომ თუ რუსეთი ფლორიდაზე შეთანხმებულ ერთობლივ უკრაინულ-ამერიკულ-ევროპულ გეგმას არ დაეთანხმება, ამით მოსკოვი ნიღაბს ჩამოიხსნის და თავის ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს. „თუ რუსეთი არ დათანხმდება, ეს იგი, მასზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - თქვა ზელენსკიმ, თუმცა, როგორც ჩანს, მას ამაში დონალდ ტრამპის დარწმუნება მოუწევს.
მოკლედ, ბრძოლა გრძელდება და ბოლო არ უჩანს.

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა
"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph
"ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს"-BBC
"რატომ აშენებს სომხეთი იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს"-Der Spiegel
"რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა- რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?"-BBC
"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph
"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express