Die Welt: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში ჯარები გაეროს მანდატის გარეშე გააგზავნონ

 

ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პირველ ექვს თვეში 10-დან 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნონ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროპული ქვეყნები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ „მსურველთა კოალიციაში", რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს თვალი ადევნონ.

„გეგმები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, უკვე მზადაა. ის დიდწილად ბრიუსელთან თანამშრომლობით ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების მიერაა შემუშავებული", - ციტირებს გამოცემა საკუთარ წყაროს.

გარდა ამისა, როგორც წყარო გამოცემას უყვება, ლონდონი და პარიზი მზად არიან განათავსონ საკუთარი ჯარისკაცები გაეროს ან ევროკავშირის მანდატის გარეშე. ორივე ქვეყნისთვის საკმარისი იქნება უკრაინის ოფიციალური მიწვევა.

გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზღვასა და ცაში ზავის მონიტორინგს უკრაინის მეზობელი ქვეყნები უნდა ახდენდნენ. სიაში ფიგურირებს თურქეთი, რომელსაც შავი ზღვის კონტროლი შეუძლია.

 

 





მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა
უამინდობის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდი
,,2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა''- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
მსოფლიოს ამბები ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა
რისთვის იყენებენ როკფელერის ნაძვის ხეს დღესასწაულის შემდეგ - ტრადიცია, რომელსაც 95 წლის ისტორია აქვს
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა- ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
Die Welt: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში ჯარები გაეროს მანდატის გარეშე გააგზავნონ
გერმანიაში, მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს და 30 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და სამკაულები მოიპარეს
რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა, დაშავებულია ოთხი პირი
რუსული მედია: რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა დაბადების ადგილი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და ყირიმია, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან
ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით
,,პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა''- ტრამპი
იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში
„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება
,,უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება''- სერგეი ლავროვი