2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის №4, №400, №442, №426 და №407 დადგენილებებში. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.
ახალი რეგულაციით იცვლება რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნა. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმებისა და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს.
ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ტაქოგრაფი:
- თბილისი - ბათუმი: 2027 წლის 1 ივნისიდან;
- სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა:
- თბილისი - ბათუმი: 2027 წლის 1 მარტიდან;
• სხვა ყველა დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.
მსგავსი სიახლეები
ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
დღეს, ღამით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის საახალწლო მილოცვა ვეტერანებს
"აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა..." - წინასაახალწლო რჩევები
2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის
თბილისის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას -"ენერგო-პრო ჯორჯია"
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გილოცავთ შობა - ახალ წელს!- სიყვარულით ავერსი
ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია