ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ! - წერს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, გასული წელი სავსე იყო სირთულეებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხის გონიერებით და „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის პრაგმატული პოლიტიკით, ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცა.
„ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო!
გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
გამოწვევებით და სირთულეებით იყო აღსავსე გასული წელი. საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე. ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით იმ ღია, დაუფარავ და უთანასწორო დაპირისპირებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის წინააღმდეგ, დაპირისპირებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში." - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი საახალწლო მიმართვაში.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს აპირებს, რადგან სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები არიან, რომ დაიცვან ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც მრავალსაუკუნოვანი ქართველი ერი დღემდე მოიყვანა.
„რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი! სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა, დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!" - წერს ბიძინა ივანიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
დღეს, ღამით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის საახალწლო მილოცვა ვეტერანებს
"აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა..." - წინასაახალწლო რჩევები
2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის
თბილისის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას -"ენერგო-პრო ჯორჯია"
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გილოცავთ შობა - ახალ წელს!- სიყვარულით ავერსი
ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია