როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი წლისთვის მზადება დეკემბრის ბოლოდან იწყება და 31 დეკემბერს კულმინაციას აღწევს. საახალწოდ მორთული სახლი, მრავალსართულიანი სუფრა, სტუმრების სია, ხმაური და ემოცია, 12სთ-ზე გახსნილი შამპანური და ანთებული შუშხუნები, ბოლო ძალას გვაცლის და გვაძინებს სწორედ მაშინ, როცა რეალურად ახალი წელი იწყება - 1 იანვარს.
სწორედ დეკემბერში, ყველა ბრენდი საახალწლო კამპანიებით და შეთავაზებებით გვაწონებს თავს, PSP უჩვეულოდ დუმდა, რათა 1 იანვარს, როცა ახალი წელი მართლა იწყება, მთავარი გზავნილი გაეჟღერებინა - გაიღვიძე!
ეს ნაბიჯი PSP-ს 2025 წლის საკომუნიკაციო კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა. ბრენდის, რომლის დაპირება არის სიმართლე და რომელიც არ ერიდება მისთვის თვალის გასწორებას. ამჯერად ფოკუსი ახალ წელზე გაკეთდა — უფრო სწორად, იმაზე, თუ როდის იწყება ის რეალურად. კამპანიის მთავარი მესიჯი ერთგვარად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ტრადიციას - 31 დეკემბერი, არ არის ახალი წლის არსი. უფრო მნიშვნელოვანი ის დღეებია, რომლებიც მას მოჰყვება — მომდევნო 365 დღე, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს ადამიანების არჩევანსა და გადაწყვეტილებებს.
გაიღვიძე, ახალი წელი ახლა იწყება!
ამ იდეის გაგრძელებად ბრენდმა ბიზნეს გადაწყვეტილებაც მიიღო — წინასაახალწლო შეთავაზებები 1 იანვრის შემდეგაც შეინარჩუნა და დამატებითი აქციებიც შესთავაზა მომხმარებლებს. ამ გზით, საკომუნიკაციო კამპანია აქტივობიდან რეალურ ქმედებაში გადაიზარდა. PSP -ს კამპანია „გაიღვიძე“ ახალ წელს არა როგორც ერთდღიან მოვლენას, არამედ როგორც პროცესის დასაწყისს განიხილავს.
აქცენტი სიფხიზლეს, ენერგიასა და პირად პასუხისმგებლობაზე, გვახსენებს, რომ წელი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც თავად შევქმნით მისი პირველივე დღიდან - სიყვარულით, სილამაზით, ჯანმრთელობით, თავისუფლებით და გამარჯვებით სავსე წელს!
კამპანიაზე სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. წარმოების სააგენტო - Enkeny Films.
#გაიღვიძეახალიწელიახლაიწყება
(R)
მსგავსი სიახლეები
ახალ წელს გილოცავთ ყველას, მჯერა, ეს წელი უფრო მეტი წარმატების, წინსვლისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება -გივი მიქანაძე
თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა
2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება
ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ -ილია მეორე
ახალ, 2026 წელს ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი -შალვა პაპუაშვილი
ახალი წლის პირველი დღის ასტროლოგიური პროგნოზი
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
დღეს, ღამით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის საახალწლო მილოცვა ვეტერანებს
"აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა..." - წინასაახალწლო რჩევები
2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის
თბილისის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები