კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

 

კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კვიპროსის თავმდჯომარეობის პრიორიტეტული საკითხი უკრაინის დახმარება იქნება.

ამასთან, კვიპროსის პრეზიდეტმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ქრისტოდულიდესის თქმით, მათ განიხილეს ბოლო დროს განვითარებული პროცესები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფარგლებში.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ გეგმა, რომელიც უკრაინისთვის კვიპროსის თავმჯდომარეობის პერიოდში დავსახეთ. უკრაინის მხარდაჭერა კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტი იქნება", - წერს კვიპროსის პრეზიდენტი.

ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, ის ვოლოდიმირ ზელენსკის კვიპროსში 7 იანვარს თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაზე ელოდება. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მიულოცა კვიპროსს თავმჯდომარეობის დაწყება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი გადაწყვეტილები იქნება მიღებული, რომლებიც განამტკიცებს უკრაინას და მთელ ევროპას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

როგორც ვოლოდიმირ  ზელენსკიმ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვიპროსის თავმჯდომარეობის ძირითად პრიორიტეტებს შორის იყოს.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებიდან ერთ-ერთია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა
უამინდობის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდი
,,2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა''- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
მსოფლიოს ამბები ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა
რისთვის იყენებენ როკფელერის ნაძვის ხეს დღესასწაულის შემდეგ - ტრადიცია, რომელსაც 95 წლის ისტორია აქვს
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა- ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
Die Welt: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში ჯარები გაეროს მანდატის გარეშე გააგზავნონ
გერმანიაში, მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს და 30 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და სამკაულები მოიპარეს
რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა, დაშავებულია ოთხი პირი
რუსული მედია: რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა დაბადების ადგილი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და ყირიმია, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან
ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით
,,პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა''- ტრამპი
იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში
„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება
,,უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება''- სერგეი ლავროვი