რისთვის იყენებენ როკფელერის ნაძვის ხეს დღესასწაულის შემდეგ - ტრადიცია, რომელსაც 95 წლის ისტორია აქვს
როკფელერის ნაძვის ხე ყოველ წელს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გულწრფელ სურვილებს დიდი ძალა აქვთ, რომ ყველა ადამიანში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, რომ პატარების გაბრწყინებული თვალები ამქვეყნად ყველაზე კაშკაშა რამაა და რომ 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები ნამდვილად ხდება....
საშობაო პერიოდში სახლების წინ მოსიარულე ერიკ პოზეის თავიანთ ეზოებში გამოჩენას ამერიკელები მოუთმენლად ელოდებიან.
ახალი წლის მთავარი სიმბოლოს შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო და სასიამოვნო რამაა. როკფელერის ნაძვის ხეს იდეალური ფორმა უნდა ჰქონდეს, თავს მაშინვე უნდა აწონებდეს იმ პატარებს, რომლებიც როკფელერთან შემოუხვევენ. მათი სახე მომენტალურად უნდა გაბრწყინდეს და თითოეული მათგანი ბედნიერებით უნდა აივსოს - ესაა როკფელერის ნაძვის ხის მთავარი შინაარსი.
ახალდაქორწინებულმა ეარლ და ლესლი ალბერტებმა ხე 1967 წელს დარგეს. მაშინ ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა, წლების შემდეგ მათ ეზოში მდგარი ნაძვის ხე მსოფლიოს ცენტრში აღმოჩნდებოდა და ადამიანებს ახალი წლის იმედს დაუბრუნებდა.
„ლესლის ეს ხე ძალიან უყვარდა. ყოველ ახალ წელს მის გარშემო ვიკრიბებოდით. ის 10 დღის წინ დაიღუპა. გული მწყდება, რომ ამ საოცარ დღეს ვერ მოესწრო. მიხარია, რომ წელს სამყაროს ჩვენი სიყვარულის მთავარ სიმბოლო ვაჩუქეთ - ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ახალი დასაწყისია",- ამბობდა ეარლ ალბერტი.
როკფელერის ნაძვის ხის ისტორია 1931 წელს იწყება, როდესაც ნიუ-იორკის ცნობილი კომპლექსის მშენებლებმა გადაწყვიტეს სამყაროსთვის ახალი წლის მთავარი სიმბოლო ეჩუქებინათ.
როკფელერის ცენტრში მომუშავე ადამიანებმა ფული შეაგროვეს და იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ - 6 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს, რომელიც ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული სათამაშოებითა და გირლანდებით მორთეს.მათ უნდოდათ ეს ხე ზუსტად ისეთი ყოფილიყო, რომლის ქონასაც სახლში ინატრებდნენ...
მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მაშინ როკფელერის მოციმციმე ხემ ადამიანების თვალებში იმედის ნაპერწკალი დიდი ხნის შემდეგ პირველად აანთო.. იმ პერიოდიდან მოყოლებული როკფელერის ნაძვის ხე ერთობისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ იქცა. დროთა განმავლობაში თანდათანობით გაიზარდა როკფლერის ხის მასშტაბები, სასრიალო მოედნების რიცხვი და ჯადოსნური ხის მახლობლად მგალობელმა ანგელოზებმაც დაიდეს ბუდე..
როკფელერის ნაძვის ხე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდება და თანაგარძნობის გამოხატვა არასდროს ავიწყდება.
მაგალითად - მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას როკფელერის ხე ამერიკის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ჩამქრალი ნათურებით მოირთო..
1946 წელს სამყაროს მშვიდობის დადგომა, შვიდასზე მეტი მანათობელი გლობუსით ამცნო.. ეკოლოგიურ პრობლემებს კი ეკო ნათურებით გამოეხმაურა, რომელმაც დღესასწაულებზე მოხმარებული ელექტო ენერგია თითქმის გაანახევრა.. როკფელერის ნაძვის ხე ადამიანების ოცნებებს ახალი წლის დასრულების შემდეგაც ახდენს.. საშობაო სეზონის დასრულებისთანავე როკფელერის ცენტრის თანამშრომლები ხეს ამუშავებენ და უსახლკარო ადამიანებისთვის ნანატრ სახლებს აშენებენ... მოჭრილი ხის ადგილას კი ახალ მცენარეს რგავენ... როკფელერის ნაძვის ხის ისტორია კვლავაც გაგრძელდება, გაგრძელდება ერიკ პოუზის მოგზაურობაც...ახალი წლის მთავარი ქველმოქმედი ადამიანების ოცნებების ასრულებას კვლავ გააგრძელებს, სამყაროს ცენტრში მდგარი ნაძვის ხის წინ შეკრებილი ადამიანები შუქის ანთებამდე დარჩენილ წამებს კვლავაც გულის ფანცქალით დაითვლიან და 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ახალ წელს სასწაულები ნამდვილად ხდება.
მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა
უამინდობის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდი
,,2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა''- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
მსოფლიოს ამბები ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა
რისთვის იყენებენ როკფელერის ნაძვის ხეს დღესასწაულის შემდეგ - ტრადიცია, რომელსაც 95 წლის ისტორია აქვს
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა- ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
Die Welt: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში ჯარები გაეროს მანდატის გარეშე გააგზავნონ
გერმანიაში, მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს და 30 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და სამკაულები მოიპარეს
რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა, დაშავებულია ოთხი პირი
რუსული მედია: რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა დაბადების ადგილი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და ყირიმია, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან
ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით
,,პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა''- ტრამპი
იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში
„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება
,,უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება''- სერგეი ლავროვი