ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია

 

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე, ბარში ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა" გამოიწვია, რომლებიც „ჭერთან ძალიან ახლოს" მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ბარში ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა.

გამოძიება ფოკუსირებული იქნება ადგილზე გამოყენებულ მასალებზე, ბარის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომებზე, მის ტევადობასა და ხანძრის დროს შიგნით მყოფი ადამიანების რაოდენობაზე. გამოძიება შეისწავლის, საჭირო იქნება, თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ეს თუ ასეა და ეს ადამიანები თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრება", - აღნიშნა ვალეს კანტონის გენერალურმა პროკურორმა, ბეატრის პილუმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

დაშავებულთაგან 113 ოფიციალურად იდენტიფიცირებულია. მათ შორის არიან: შვეიცარიის 71, საფრანგეთის 14 მოქალაქე, 11 იტალიელი და ოთხი სერბი. დაშავებულებს შორის არის 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი ტაჰირის დოს სანტოსი, რომელიც საფეხბურთო კლუბ მეცში თამაშობს. კლუბის ცნობით, დოს სანტოსმა ხანძრის შედეგად „მძიმე დამწვრობა" მიიღო და სამკურნალოდ გერმანიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
იტალიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 283 კი დაშავდა
უამინდობის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გადაიდი
,,2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა''- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
მსოფლიოს ამბები ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კირილ ბუდანოვი დანიშნა
რისთვის იყენებენ როკფელერის ნაძვის ხეს დღესასწაულის შემდეგ - ტრადიცია, რომელსაც 95 წლის ისტორია აქვს
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა- ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
Die Welt: დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში ჯარები გაეროს მანდატის გარეშე გააგზავნონ
გერმანიაში, მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს და 30 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და სამკაულები მოიპარეს
რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა, დაშავებულია ოთხი პირი
რუსული მედია: რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა დაბადების ადგილი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და ყირიმია, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან
ზელენსკი დონბასთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებული წესებით
,,პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა''- ტრამპი
იური უშაკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაზე უამბო, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს გავლენას მოახდენს ამერიკულ მიდგომებზე ზელენსკისთან მუშაობაში
„სპეციალური ოპერაციის ამოცანები გენერალური შტაბის გეგმებისა და განზრახვების შესაბამისად გაგრძელდეს“ - პუტინის ახალი ბრძანება
,,უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება''- სერგეი ლავროვი