,,თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის''-ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს!
თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ.
ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა.
განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.
თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები", - ნათქვამია მილოცვის წერილში.
მსგავსი სიახლეები
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ამინდის პროგნოზი
"თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს''- კობა კობალაძე
,,პატრიარქის მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას''- მეუფე შიო
მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება
„ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა...“ - უცნობი ამბავი ილია მეორის ცხოვრებიდან
ახალი ბიომეტრიული პასპორტებისა და ID ბარათების გაცემა დაიწყო
,,თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის''-ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია
4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 იანვრის ამინდის პროგნოზი
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის რამდენიმე ტურისტული ობიექტი დროებით დაკეტილი იქნება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
3 და 4 იანვარს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისები შესრულდება
3 იანვარს წლის პირველი სავსემთვარეობაა! - როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
ვერონა-თელავის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 იანვარს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს