"თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს''- კობა კობალაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს
"თქვენო უწმინდესობავ,
უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს და გისურვებთ დღეგრძელობას, მზეგრძელობას, მხნეობას და ჩვენი ერის სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს!
ჩემთან ერთად, ხორციელად შობის დღეს გილოცავენ ჩვენი ქვეყნის ვეტერანები, რომელთა მიმართაც მამაშვილურ სიყვარულს, ნუგეშსა და ლოცვას არ იშურებთ, სიყვარულით ავსებთ და აძლიერებთ!
ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეულ თქვენს განუზომელ ღვაწლსა და ამაგს ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს; თქვენი სიბრძნითა და გონიერებით, მოთმინებით, დიდსულოვნებითა და მიტევების უდიდესი უნარით თითოეულ ჩვენგანს გვაძლევთ ერისკაცობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითს!
''მე არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველოო"-ერთხელ ბრძანეთ. დაე, ინებოს უფალმა, თქვენი და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ნატვრის ასრულება და მოგვასწროს გაერთიანებულ და ძლიერ ქვეყანას, რისთვისაც დღენიადაგ ლოცულობთ და იღწვით!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, უნეტარესო!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი"
მსგავსი სიახლეები
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ამინდის პროგნოზი
"თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს''- კობა კობალაძე
,,პატრიარქის მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას''- მეუფე შიო
მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება
„ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა...“ - უცნობი ამბავი ილია მეორის ცხოვრებიდან
ახალი ბიომეტრიული პასპორტებისა და ID ბარათების გაცემა დაიწყო
,,თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის''-ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია
4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 იანვრის ამინდის პროგნოზი
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის რამდენიმე ტურისტული ობიექტი დროებით დაკეტილი იქნება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
3 და 4 იანვარს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისები შესრულდება
3 იანვარს წლის პირველი სავსემთვარეობაა! - როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
ვერონა-თელავის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 იანვარს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს