კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი

ძალიან კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, „ხალხის ძალა" ფასების რეგულაციის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვება.

„გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენც, საპარლამენტო ოპოზიცია, ჩავერთვებით ამ კომისიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რაზე არის საუბარი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჰქონდა კრახი „ნაცმოძრაობას" და მის ფილიალებს, ყოველთვის პირდაპირ ამბობდნენ და აღიარებდნენ, რომ უნდა გადაეკეტათ მაგისტრალები, უნდა ხელი შეეშალათ ყველა ინსტიტუტისთვის, რათა ეკონომიკა ჩამოქცეულიყო საქართველოში. ამას პირდაპირ აღიარებდნენ და „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ ჩვენს უცხოელ პატრონებს ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაც შეიძლება მკვეთრად დავაზიანოთ, მათ შორის, ეკონომიკა საქართველოში, რომ მერე ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს. ეს მათ მიერ საჯაროდ აღიარებული განცხადებებია. ასე რომ, ის ფასების რეგულაცია სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ასოციაციაში და ეკონომიკურ პროცესებში „ნაცმოძრაობის" ძლიერი მხარდამჭერი კომპანიები არსებობენ და ადამიანები არსებობენ. მათთვის, რა თქმა უნდა, ორმხრივად მომგებიანია ეს პროცესი, რომ ერთი და იგივე პროდუქტები, რაზეც ევროპაში გაცილებით დაბალი ფასებია, საქართველოში ძვირი ღირდეს. ერთია, რომ ჯიბეს გაისქელებს და მერე დააფინანსებს რადიკალურ აქციებს; და მეორე, რომ ხალხს ეტყვის, აი, ხომ ხედავთ, რას შვრება მთავრობა, როდესაც ასეთი მაღალი ფასებია საქართველოში. ორმხრივ იღებენ სარგებელს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ფასების დარეგულირების საკითხს, საგამოძიებო უწყებებთან ერთად, საპარლამენტო კომისიაც დაარეგულირებს.

„ამას დაარეგულირებს ძალიან მკაცრად, სხვათა შორის, არა მარტო ის საგამოძიებო უწყებები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ამ პროცესში, არამედ საპარლამენტო კომისია. აუცილებლად ყველა აგებს პასუხს იმის გამო, რომ საქართველოს საზოგადოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს იმ კომპანიების ჯიბეების გასქელება, რომლებიც პირდაპირ აზიანებენ საქართველოს. როგორ შეიძლება, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებში იმ პროდუქტებზე გაცილებით დაბალი ფასები იყოს, რაც არის საქართველოში? ეს არის ზუსტად მიზანმიმართული პროცესი საქართველოს დაზიანებისკენ და ამას აუცილებლად მიხედავს როგორც შესაბამისი უწყებები, ასევე შექმნილი საგამოძიებო კომისია პარლამენტში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი
ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის
ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს - ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად - დავით ქართველიშვილი
საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
გეკა გელაძემ თბილისსა და შიდა ქართლში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
,,საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა''- პრემიერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა -კახა კალაძე
2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა-მიხეილ სარჯველაძე
პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის
,,სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი''- პრემიერი
პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით