რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
ჩვენი ინტერესი და მთავარი ამოცანაა, რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში.
ამასთან, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპტიმალურ პოლიტიკას ატარებს.
„ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე როგორც მთავრობის განცხადება ამასთან დაკავშირებით არის ადეკვატური, შესაბამისობაში იმ რესურსებსა და ბერკეტებთან, რომლებიც საქართველოს აქვს. საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაღაც ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალების მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, მოახდინოს ინტერპრეტაცია ნებისმიერი განცხადებისა, მათ შორის მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის ვენესუელის მხრიდან, და ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ინტერესი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი გლობალური პროცესები, რომლებიც კაცობრიობის ხვალინდელ დღეს გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ამ პროცესების შემხედვარე და, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში მყოფი, არის ოპტიმალური, ისეთი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ეს ეხება არა მარტო კონკრეტულად ქმედებებს, არამედ განცხადებების შინაარსსაც", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი
ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის
ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს - ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად - დავით ქართველიშვილი
საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
გეკა გელაძემ თბილისსა და შიდა ქართლში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
,,საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა''- პრემიერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-2027 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა -კახა კალაძე
2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა-მიხეილ სარჯველაძე
პრემიერი - ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის
,,სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი''- პრემიერი
პრემიერი - სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე
ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით