გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მიმდინარე წლის 3 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაკავების პროცესში შემთხვევის ადგილზე მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება!
სამწუხაროდ, ბოლო დროს, კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს" - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
,,აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი'' - შემოსავლების სამსახური
ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული -გაგი მოსიაშვილი
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის
ბაჩო ახალაია თავისი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ქვეყნის დამხობას ისე აპირებდა -შალვა პაპუაშვილი