"უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?"

 „უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?“ - ასეთი სათაური აქვს იაპონურ გაზეთ „ასაჰი სიმბუნში“ (Asahi Shimbun//朝日新聞) გამოქვეყნებულ ინტერვიუს ტოკიოს უნივერსიტეტ „ვასედას“ პროფესორთან, პოლიტოლოგ იეკუგო ტოენაგოსთან.

ესაუბრება ჟურნალისტი კონაგამიცუ ტეცურო.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

- რუსეთსა და უკრაინას შორის, აშშ-ის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკება საკმაო ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აქვთ...

- ვიმედოვნებ, რომ სამშვიდობო გეგმა ნებისმიერი ფორმით - თუნდაც შეკვეცილი სახით - იქნება რეალიზებული. ზოგიერთებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, პირველმა შეუტია და ამიტომ სხვა ქვეყნებმა კიევს იარაღი უნდა მიაწოდონ... ვიღაცეები ითხოვენ ომის გაგრძელებას „სამართლიან“ დასასრულამდე. მაგრამ მე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ სიტყვებს „სამართლიან დამთავრებას“, რომელსაც უკრაინული მხარე ხმამაღლა ითხოვს. უბრალოდ მინდა, რომ ნგრევა და სისხლისღვრა დასრულდეს, ომი შეწყდეს.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინისათვის რა უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპის დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი? და რატომ?

- ერი ცალკეული ადამიანებისაგან შედგება. არ არსებობს ასეთი გაგება - „ერის ინტერესები“. მე უმნიშვნელოვანეს მომენტად ვთვლი, რომ ყოველი ცალკე აღებული ადამიანის ინტერესი მაქმილარურად იქნას გათვალისწინებული. ადამიანები დაზარალდნენ როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთშიც. ორივე მხრის მსხვერპლი და ნგრევის მასშტაბები ძალიან დიდია. ამიტომ აუცილებელია სამშვიდობო გეგმის რეალიზება. დღეს მთავარია, რომ ადამიანთა სიკვდილი შეწყდეს, მოსახლეობამ შვება იგრძნოს.

- ჩვენი საუბრის თემაც სწორედ სიკეთე და თანაგრძნობაა...

- დიახ, რა თქმა უნდა. რას გრძნობთ, როცა ტელევიზორში უკრაინასა და ღაზაში მომხდარ ნგრევისა და მსხვერპლის ამსახველ რეპორტაჟს უყურებთ? ძალიან ბევრი, ომის თეატრიდან ძალიან შორს მყოფები, დივანზე სხედან და დაღუპულთა ახლობლების მწუხარება და  დაზარალებულების გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვთ, სიკეთის გაკეთება სურთ. მაგრამ სიკეთეს მრავალი სახე აქვს. არიან ისინი, ვინც გაჭირვებულებისადმი ჩვეულებრივ თანაგრძნობას გამოხატავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს გაჭირვებულთა მდგომარეობაში წარმოიდგენენ (ემპათიურები არიან) და სიტყვიერად ცდილობენ მათთვის მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას. ცხადია, ეს სიკეთის გამოხატვაა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პრაქტიკულად დგამენ ნაბიჯებს - საჯაროდ პროტესტს აცხადებენ, მიტინგებს და აქციებს მართავენ, პირადად ეხმარებიან გაჭირვებულებს მატერიალურად და ფინანსურად... მე უფრო თანაგრძნობის პრაქტიკული, რეალური გამოხატვისაკენ ვიხრები, პროტესტის დემონსტრირებისაკენ.

- თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია არ შევშფოთდეთ იმ კომპრომისების გამო, რასაც უკრაინისაგან ითხოვენ, ვთქვათ ტერიტორიულ და სხვა საკითხებში. მწვავე დავას იწვევს ის, თუ რა უნდა დადგეს პირველ ადგილზე - მშვიდობა თუ ტერიტორიების შენარჩუნება. მშვიდობის მომხრეები ტერიტორიების გარეშე ცოტანი არიან. ბევრი თვლის, რომ მშვიდობა ტერიტორიების გარეშე ფანტასტიკაა და რომ ის ვარდისფერი ყვავილებით მოფენილ ზღაპრულ გზას ჰგავს...

- მე ხშირად მიჩნდება ასეთი კითხვა: ის ადამიანები, რომლებიც ფანტასტიკაზე და ყვავილებით მოფენილ გზაზე ლაპარაკობენ, აცნობიერებენ თუ არა იმას, თუ რამდენად მტკივნეულია ფიზიკური ტრამვები? რამდენად ფსიქოლოგიურად რთულია მუდმივად სიკვდილის შიშში ცხოვრება? რამდენად მძიმეა, როცა ყოველდღიურად კარგავ ახლობელს, ნათესავებს და მეგობრებს? რამდენად მტკივნეულია საკუთარი სახლის ნანგრევების წინ დგომა, სადაც შენი მიზნები და იმედები დაკარგულია? ვფიქრობ, რომ მათ ამის გაცნობიერება და საკუთარ თავზე წარმოდგენა არ შეუძლიათ.

უკრაინელი ლიდერები ყველანაირად ცდილობენ თავიანთი გამოსვლებით ემოციები და თანაგრძნობა გამოიწვიონ, მათ ეს კარგად გამოსდით - იღებენ დახმარებას, ფულს და იარაღს, წინააღმდეგობის (ომის) გასაგრძელებლად. მაგრამ მე ვთვლი, რომ უმჯობესია მიმდინარე კატასტროფული პროცესის შეჩერება.

- თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი პოლიტიკოსების ხელშია. მაგრამ განიცდის თუ არა სიბრალულს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი? ხომ ცნობილია, რომ სწორედ ამ ადამიანის ხელშია იმ უბედურების გასაღები, რაც უკრაინაში და ღაზას სექტორში ხდება?

- სიბრალულს ბევრი პოლიტიკოსი გამოხატავს. მსოფლიოს ასეთი პოლიტიკოსები ჭირდება. მე ძალიან მომწონდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც სირიელ ლტოლვილებს კარი გაუღო. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს... იგი ხშირად აცხადებს, რომ სძულს კონფლიქტები და ომები. მაგრამ მე მგონია, რომ მისი სიძულვილის მიზეზი იმდენად ტანჯული ადამიანებისადმი სიბრალული კი არ არის, რამდენადაც ის, რომ ომები ეკონომიკას ანადგურებენ. დონალდ ტრამპისთვის ადამიანების გაჭირვება ჩვეულებრივი მოვლენაა. თვითონ განსაჯეთ: მისი პოლიტიკა მიგრანტების მიმართ ადამიანზე ზრუნვაა? სამწუხაროდ, მე დონალდ ტრამპს კაცთმოყვარეობისა და თანადგომის გამომხატველ პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლი. (...)

მსოფლიოში ბევრი ადამიანია, რომლებიც „ძლიერთა ამა სოფლისას“ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი. მაგრამ სიკეთე და კეთილი ხასიათი გამოიხატა არა მათ ქება-დიდებაში, რომლებიც თქვენზე ძლიერები არიან და არც მათ მიმართ სასიამოვნოს გაკეთებაში. სიკეთე ნიშნავს იმას, რომ სიტუაციას იმათი თვალსაზრისით შეხედო, რომლებიც უფრო ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ ტანჯვა შეუმსუბუქო. (...)

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს"-The New York Times
"რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს"-The Daily Telegraph
"უკრაინის უსაფრთხოების გარანტი - პარიზის დეკლარაცია - მხოლოდ "ქაღალდის ვეფხვია", რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის"-The Daily Telegraph
"ტრამპი  "დონროს დოქტრინის" გამოცხადებით კოლუმბიას, კუბას და მექსიკას აფრთხილებს"-Times of India
 "უკრაინა, ღაზას სექტორი... ომების დასრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  პოლიტიკოსებმა ადამიანების მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოხატონ... მაგრამ რას ფიქრობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი?"
"ვენესუელა ახლა უკვე დონალდ ტრამპს ეკუთვნის:აშშ-ის პრეზიდენტის მადა სამხედრო ავანტიურების მიმართ მატულობს"-Financial Times
"ტრამპის დიდი ავანტიურა ვენესუელის მიმართ: გავლენის სფეროებისაკენ დაბრუნება და პრინციპის "ვინც ძლიერია, ის მართალია"-ს აღიარება?"-The Daily Telegraph
"უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ"-Financial Times
"თურქეთს გამოცდას უწყობენ?"- უცხოური პრესა
"ჩვენ უკრაინელებს მხარი მანამ უნდა დავუჭიროთ, სანამ მათ დახმარება სჭირდებათ"-The Daily Telegraph
"ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს"-BBC
"რატომ აშენებს სომხეთი იესო ქრისტეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძეგლს"-Der Spiegel
"რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა- რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?"-BBC
"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph
"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"