ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.

"შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას!",-განაცხადა უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს.

სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

 





მსგავსი სიახლეები
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს -ილია მეორე
თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 იანვრის ამინდის პრონოზი
,,გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის მიზეზი არ არსებობს''- მიხეილ სარჯველაძე
ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში
თბილისში "ალილოს" მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
"ქართული ბრენდის დღეზე" სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი" კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 იანვარის ამინდის პროგნოზი
დედოფლისწყაროში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ამინდის პროგნოზი
"თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს''- კობა კობალაძე
,,პატრიარქის მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას''- მეუფე შიო