დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას - უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ.
„დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
მსგავსი სიახლეები
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს -ილია მეორე
თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 იანვრის ამინდის პრონოზი
,,გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის მიზეზი არ არსებობს''- მიხეილ სარჯველაძე
ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში
თბილისში "ალილოს" მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
"ქართული ბრენდის დღეზე" სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი" კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 იანვარის ამინდის პროგნოზი
დედოფლისწყაროში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ამინდის პროგნოზი
"თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს''- კობა კობალაძე
,,პატრიარქის მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას''- მეუფე შიო