კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ საქრათველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხაებასია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება მზად არის, გიგა ავალინის ოჯახის წევრებს დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის კაცი მოკლეს
გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა-პროკურორი
შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი