დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა -შალვა პაპუაშვილი
მცდელობაა, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი უთანხმოება, რაც ასევე გარედან მოდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ქრისტეს შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს.
„ჩვენ ვნახეთ „ენჯეოები", რომლებიც ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ ხალხი არ უნდა თანხმდებოდეს - 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი. გახსოვთ, შარშან, ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხს 9 მაისი არც კი მიულოცეს. 300 000 ქართველი დაიღუპა, რომ ევროპა გაეთავისუფლებინათ ფაშიზმისგან, 9 მაისს ჩაატარეს ევროპის დღე ისე, რომ, თავიანთი დაფინანსებული ხალხის გარდა, არავინ დაპატიჟეს, არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს, მადლობა არ გადაუხადეს ქართველებს, რომლებმაც 300 000 ადამიანი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერია მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ვერ შეთანხმდეს - 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი. ყველაფერია მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა. ახალმა ადმინისტრაციამ ეს პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვალა, ამხილა მავნე ჩარევის პრაქტიკა. ევროკავშირი დღეს არის დაკავებული საქართველოში მავნე პრაქტიკით, ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის პრაქტიკით. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა/ სამარცხვინოა, თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან". ამას აკეთებენ და სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა, რომ ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა-საგარეო უწყება
70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
ვენეციის კომისია შექმნილი იყო, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გაეკეთებინა დასკვნები, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა -ირაკლი ქადაგიშვილი
სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე
მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო-შალვა კერესელიძე
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს-შალვა პაპუაშვილი
დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა -შალვა პაპუაშვილი
ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში -შალვა პაპუაშვილი
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი
ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის
ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს - ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად - დავით ქართველიშვილი