შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის. ქართულ მხარეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან კოორდინაციით, გახსნილია არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის კაცი მოკლეს
გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა-პროკურორი
შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი