8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან „წმიდა ოჯახის" ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა და მას „სამი სიხარული" უწოდეს. ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა. ერთხელ, ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ უდანაშაულო ადამიანები ამ უბედურებისაგან ეხსნა. ერთხელ მას სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა მოეძებნა ხატი „სამი სიხარული" და მის წინაშე ელოცა. ქალი დიდხანს ეძებდა და ბოლოს პოკროვკაზე, ეკლესიაში მიაგნო მას, სულ მალე მან შეიტყო სასიხარულო ამბავი, მისი ქმარი გაამართლეს და გადასახლებიდან დააბრუნეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამულიც დაუბრუნდა. დღევანდელამდე ხატი სასწაულებს აღასრულებს. სანამდის ხატის დაუჯდომელი დაიწერებოდა ოთხშაბათობით ამ ეკლესიაში წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომელის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან, ამ მსჯელობისას მოულოდნელად „სამი სიხარულის" წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება, მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა, ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.
გაეცანით დღეს წასაკითხ ლოცვას.
„წმიდისაგან ხატისა შენისა გარდამომდინარე სიხარული გამოუთქმელი აღავსებს გულთა ყოველთა ღუთისმოსავთა დედათა, რომელთა კეთილად მოჰმადლენ ქმარნი და შვილნი და ყოველნი მონაგებნი მათნი. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქუეყანისაო, ყოვლადძლიერო სიხარულევანო, მარადის ქალწულო დაუცხრომელად პატივისმცემელნი შენნი, დაიცევ და დაიფარე
მსგავსი სიახლეები
9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს -სურსათის სააგენტო
ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – "ახალი წლის ღამე ტყეში" უმასპინძლა
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს -ილია მეორე
თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 იანვრის ამინდის პრონოზი
,,გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის მიზეზი არ არსებობს''- მიხეილ სარჯველაძე
ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში
თბილისში "ალილოს" მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
"ქართული ბრენდის დღეზე" სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი" კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 იანვარის ამინდის პროგნოზი
დედოფლისწყაროში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა