4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, მოვიდა ბევრი ადამიანი, რადგან იყო კრეატიული მესიჯები და იმავდროულად, მითოლოგიური შლეიფი. ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ შეიძლება, ვიღაც მოქმედი, მაღალი თანამდებობის პირი გადმოვიდეს, მოიყვანა ბევრი ადამიანი, შემდგომ მოხდა, რაც მოხდა, იმედგაცრუებაც იყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, ზოდელავას თქმით, საქართველოში არ ყოფილა აქცია, სადაც არ იყო საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე.
„მნიშვნელოვანია და კარგი იქნებოდა, აქ ყოფილიყო ჩემი განმარტება, რადგან დღესაც ვამბობ, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს ჩემი ადამიანური პასუხისმგებლობაა. იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონიერი, მერიაზე მიმართვით, სპონტანური, სახალხო. მგონი, ბოლო 30 წელში ერთადერთი აქცია იყო, როდესაც არ ყოფილა ისეთი საორგანიზაციო ელემენტები, როგორიცაა ხალხის ჩამოყვანა, განათება, სხვადასხვა ატრიბუტიკა. ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური, გულწრფელი, მოვიდა ბევრი ადამიანი. მოვიდა იმიტომ, რომ იყო კრეატიული მესიჯები და იმავდროულად, მითოლოგიური შლეიფი. მითოლოგია შეიძინა ამ თარიღმა. ამ მითოლოგიაში იყო, რომ გადმოვა ვიღაც, მაღალი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად აბსურდული, რა თქმა უნდა. ამ მოლოდინებმა, განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ შეიძლება, ვიღაც მოქმედი გადმოვიდეს - ისეთი მითიც კი დადიოდა ბოლო პერიოდში, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილიც ლამის პაატა ბურჭულაძის ძმაკაცი გახდა - ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი, შემდგომ მოხდა, რაც მოხდა. იმედგაცრუებაც იყო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს არის პოლიტიკური საჯარო ვორდინგი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში. ამ ქვეყანას არ ახსოვს სხვანაირი აქცია, პროტესტი, სადაც არ ყოფილა საუბარი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვანაირი მიტინგი არ ყოფილა საქართველოში.
რაც შეეხება ორგანიზებას, გეუბნებით, რომ ყველაფერი იყო საჯარო, ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელმწიფო პროპაგანდა რაღაც მითებით კვებავდა და შეიწირა გარკვეული ადამიანები, ამას შეეწირა ბაჩო ახალაია. იყო მეორე მხარე ამ პროტესტის, ასევე მითოლოგია, რომ რაღაც მოხდება, გენერალ სიმუსები გადმოვლენ. ამ მითებმა ბევრი ხალხი მოიყვანა.
პირველად ვიყავი აქციაზე, პირველად ვიყავი მიკროფონთან, არ მქონია ასეთი გამოცდილება. შესაძლოა, აქ არის ჩემი მოწოდების ფორმა გადანაცვლებაზე, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ გაივსო თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი. იქვე ახლო ლოკაცია იყო ათონელის მოედანი, ერთ ვიზუალში მოხდებოდა ამის მოქცევა და სამი გვერდი გვერდ მყოფი დიდი სივრცის ხალხით გავსება იქნებოდა ეფექტური", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ათონელის სასახლესთან მივიდა, რათა, მისი გადმოსახედიდან, მესამე ლოკაცია აეთვისებინათ.
„არანაირი მითი არ დადასტურდა, მითი იმის მითია, რომ გაქარწყლდება და გაქარწყლდა კიდეც, დავრჩით ბრალდებულები. ადამიანური, კონკრეტული პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მაიძულებს, მეტი ვიფიქრო სხვებზე და ნაკლები - ჩემზე. ეს პოლიტიკური დრამა სოციალურ დრამადაც გადაიქცა, რადგან განსასჯელთა უმრავლესობა სოციალურადაც მძიმე მდგომარეობაშია. კი, მე და ირაკლიმ [ნადირაძემ] ადმინისტრაციის ღობეს გადავაბიჯეთ, არ გამიცნობიერებია, ის ღობე იყო თუ რა, როგორც გამოუცდელი აქციის წამყვანი, მივედი, რომ ჩემი გადმოსახედიდან, მესამე ლოკაცია აგვეთვისებინა. დილიდან ჩემი შეგრძნება იყო, თუ დაგვარბიეს, მეც უნდა დამარბიონ, რაღაც ზიანი მეც უნდა მიმეღო. ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო, რომ მეც დარბეული ვყოფილიყავი. არანაირი ღობე იქ არ იყო, გადავაბიჯე და შევედი, ჩავთვალე, რომ ჩემი ადამიანური ვალი მოხდილი მქონდა, ჩემი მოქმედების მოტივი ეს იყო. 70-მდე ადამიანი ციხეშია, გაუბედურებული და თავზარდაცემულია. ხომ შეიძლება, გამოიკვლიოთ მოტივი, რატომ მოვედით რუსთაველზე?", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე.
მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა-საგარეო უწყება
70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
ვენეციის კომისია შექმნილი იყო, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გაეკეთებინა დასკვნები, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა -ირაკლი ქადაგიშვილი
სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე
მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო-შალვა კერესელიძე
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს-შალვა პაპუაშვილი
დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა -შალვა პაპუაშვილი
ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში -შალვა პაპუაშვილი
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი