აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია, ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებულ იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა", რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. როგორც ცნობილია, ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1" და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო.

არსებული ინფორამაციით, ტანკერი „ბელა 1", რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავდა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს შევიდა კარიბის ზღვაში. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ხომალდის გაჩერება და მისი დათვალიერება მოითხოვა, თუმცა ეკიპაჟი მოთხოვნას არ დაემორჩილა და ატლანტის ოკეანისკენ აიღო გეზი. მას რამდენიმე ამერიკული გემი დაედევნა.

30 დეკემბერს გემის ეკიპაჟმა პანამის დროშა, რუსულით შეცვალა და რუსეთის საზღვაო რეესტრში ტანკერი „მარინერას" სახელით გამოჩნდა. ამის შემდეგ, 31 დეკემებრს რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და გემის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო ტანკერთან რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი გაგზავნა. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა გემი მაინც დააკავეს. „ბელა 1"-ის ბორტზე ვერტმფრენიდან გადასხეს ამერიკული მედესანტეები. როგორც უცხოური მედია იუწყება, რუსული სამხედრო გემები ტანკერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს.

ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალს წარუდგენენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა-საგარეო უწყება
70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
ვენეციის კომისია შექმნილი იყო, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გაეკეთებინა დასკვნები, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა -ირაკლი ქადაგიშვილი
სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე
მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო-შალვა კერესელიძე
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს-შალვა პაპუაშვილი
დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა -შალვა პაპუაშვილი
ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში -შალვა პაპუაშვილი
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი