სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საპრეზიდენტო მემორანდუმზე, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს, რომელთა შორის ვენეციის კომისიაც მოხვდა.
„ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ, თუ არ ვცდები, მათი რეკომენდაცია იყო, კონსტიტუციიდან ამოგვეღო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. ასევე, მათი რეკომენდაცია იყო, გაგვეუქმებინა გამჭვირვალობის და ანტილგბტ პროპაგანდის კანონი. ასევე მათი რეკომენდაციაა, თურმე გამჭვირვალობა არ შეიძლება მდიდარი ენჯეოორგანიზაციებისთვის და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ეს ორგანიზაციები „წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას".
„ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებთ თვალს. ამ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული, ყურადღებიანი, მოქნილი და პრაგმატული. საჭიროა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს „ქართული ოცნება" ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ახალ მსოფლიო წესრიგს, რაც ჩამოყალიბდება, ისე მოვერგოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ".
მსგავსი სიახლეები
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა-საგარეო უწყება
70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
ვენეციის კომისია შექმნილი იყო, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გაეკეთებინა დასკვნები, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა -ირაკლი ქადაგიშვილი
სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე
მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ იწყება გამოძიება და ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო-შალვა კერესელიძე
ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს-შალვა პაპუაშვილი
დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, ზიზღი, ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა -შალვა პაპუაშვილი
ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში -შალვა პაპუაშვილი
მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის, ჰუმანიტარული დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ–"მაიდანს", შემდეგ–ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ-შალვა პაპუაშვილი
ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს-შალვა პაპუაშვილი
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
გვაქვს მზაობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები -ლევან მაჭავარიანი
რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -გია ვოლსკი
კარგი და დროული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახოს -გურამ მაჭარაშვილი