გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს".
ამასთან, როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ აჩვენებენ. მისივე თქმით, თუ გენერალური პროკურორი არ გადადგება, 17 იანვარს გიგა ავალიანის დედა შიმშილობას დაიწყებს.
„მოვითხოვთ, საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება და ყველა დამნაშავე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. პროკურატურას მივეცით ვადა, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს. დღეს დაზარალებულ ეკა კუპატაძესთან ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ამასთან, აქციაზე გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. როგორც აქციაზე ითქვა, 27 დეკემბერს საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს, რის საპასუხოდაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ სწორედ ეს პროკურორი გამოუშვა.
„ის, რომ მიხეილ კუპრაშვილი იყო დღეს სასამართლო პროცესზე, ჩემთვის მართლაც სახეში შეფურთხებაა", - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 7 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდნენ გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ასევე, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის კაცი მოკლეს
გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა-პროკურორი
შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი